NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პაშა ბანკმა კამპანია „აღადგინეს“ ფარგლებში 2018 ძირი ხის დარგვა დააფინანსა

პაშა ბანკმა კამპანია „აღადგინეს“ ფარგლებში 2018 ძირი ხის დარგვა დააფინანსა

27 დეკ 2017 ახალი ამბები, ბიზნესი 823 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ახალი 2018 წელი პაშა ბანკმა კვლავ გარემოსდაცვითი აქტივობით მიულოცა თავის კლიენტებს და პარტნიორებს. მათ სახელზე ბანკმა კამპანია „აღადგინეს“ ფარგლებში 2018 ძირი ხის დარგვა დააფინანსა. აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს ბორჯომის მახლობლად დამწვარი ტყის აღდგენას.

„2017 წელს პაშა ბანკი საკმაოდ აქტიურად ერთვებოდა გარემოსდაცვით პროექტებში. გასული ახალი წელიც ჩვენს კლიენტებს და პარტნიორებს გამორჩეულად მივულოცეთ, მათ სახელზე ბორჯომის ტყის აღსადგენად 2017 ძირი ქართული ფიჭვი დავრგეთ. ამ საჩუქარს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ამიტომ წელსაც შევინარჩუნეთ იგივე მიმართულება და კამპანია „აღადგინეს“ ფარგლებში ამჯერად 2018 ძირი ხის დარგვა დავაფინანსეთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები კმაყოფილი დარჩებიან ამ საჩუქრით.“ – თქვა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ანანო ქორქიამ.

2017 წელს პაშა ბანკის მიერ განხორციელებულ გარემოსდაცვით პროექტებს შორის არის:

  • ბორჯომის ტყის აღსადგენად ინიცირებული კამპანია, რომელიც გულისხმობს ორგანიზაციებიდან მაკულატურის შეგროვებას გადასამუშავებლად, საიდანაც თითო შეგროვილი კილოგრამი ქაღალდის სანაცვლოდ 13 თეთრი გადაირიცხება „აღადგინეს“ ანგარიშზე; აღსანიშნავია, რომ კამპანიაში უკვე ჩაერთო 100 კომპანია და შეგროვდა 14 ტონა მაკულატურა;
  • აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე 1,000 ძირი ქართული და იმერული მუხის დარგვა. ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი;
  • პროექტი „აღადგინეს“ ფარგლებში დამატებით 500 ძირი ხის დარგვა ბორჯომის ტყის აღსადგენად, რასაც წინ უძღოდა 2017 ძირი ხის დარგვა 2008 წელს დამწვარი ტყის აღსადგენად;
  • როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის მიერ ინიცირებული ეკო-პროექტის მხარდაჭერა სოფელ კონდოლში, რომლის ფარგლებშიც მოხდა სკოლის ეზოში სკვერის გაშენება, ხეების დარგვა და ეკო-კლუბის ჩამოყალიბება;
  • 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით Georgia Today-თან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში თბილისის ათი სკოლისთვის ქართული სოჭის ნერგების საჩუქრად გადაცემა.

[R]

კომენტარები

აღადგინე ბანკი პაშა ბანკი ძირი ხე ხე ხეები ხის დარგვა 2017-12-27
Tags აღადგინე ბანკი პაშა ბანკი ძირი ხე ხე ხეები ხის დარგვა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მოსკოვში მამაკაცმა ქარხანაში მძევლები აიყვანა

შემდეგი სტატია

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

მსგავსი სტატიები

ზუგდიდში დაჭრილი ბიზნესმენი ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს

16 ოქტ 2017
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში იუნესკოს წიგნის მსოფლიო  დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრა გაიმართება

თამუნა 11 აპრ 2022
10 წამიანი მეხსიერების მქონე ფენომენი

10 წამიანი მეხსიერების მქონე ფენომენი

05 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge