NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ნადირაშვილი: წლების წინ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ პანკისში ვითარება უკვე აღარ ექვემდებარება კონტროლს

ნადირაშვილი: წლების წინ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ პანკისში ვითარება უკვე აღარ ექვემდებარება კონტროლს

27 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 370 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება.

„ჩვენ, ცხადია,  არ ვაპირებთ წინასწარი დასკვნების გაკეთებას და ბრალდებების წაყენებას ხელისუფლებისთვის, არ ვაპირებთ პოლიტიკურ სპეკულაციებს ამ თემაზე, მაგრამ აუცილებლად ვთვლით იმ კითხვების დასმას, რომელიც უკვე ლეგიტიმურია საზოგადოებაში. ამ კითხვას სვამს არამარტო ოჯახი, რომლის ერთერთი წევრიც, 19 წლის ახალგაზრდა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით იმყოფება საავადმყოფოში, არამედ ამ კითხვებს სვამს საზოგადოება  და ჩვენი პოლიტიკური ძალა ვალდებულია ისაუბროს ამ თემაზე.

ჩვენი კითხვები ეხება 19 წლის ახალგაზრდის  ეპიზოდს, პირველი კითხვაა: აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მკაფიო დეტალები, რით დასტურდება ახალგაზრდის კავშირი ჩატაევის ჯგუფთან.   თუნდაც სირიაში მისი კავშირები.  ამ საქმის თაობაზე ჩვენ ვითხოვთ შესაბამისმა სტრუქტურებმა  ძალიან მკაფიო პასუხები გაგვცეს .

მეორე კითხვაა სამართალდამცველებთან:  ჩვენ ვნახეთ,  რომ გამოყენებული იყო სიცოცხლისთვის სახიფათო ძალა და სწორედ ამიტომ გვაინტერესებს მეტი დეტალი ვიცოდეთ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით და ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ რაც უფრო დამალავს დეტალებს, თუ არ იქნება ძალიან მკაფიო და ნათელი პასუხები, ეს კითხვები გაღრმავდება. გაღრმავდება არამარტო ამ ახალგაზრდის ოჯახის  მხრიდან, არამედ საზოგადოების მხრიდან .

კადრებში  ვიხილეთ რომ ბალიშზე იყო სისხლი, ოჯახის წევრი ამბობს, რომ ამ ახალგაზრდას ეძინა და ამ ვითარებაში მოხდა გასროლა“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით,  ეს დეტალები აუცილებლად საჭიროებს დამატებით განმარტებებს სამართალდამცველების  მხრიდან.

„რაც შეეხება ვითარების საერთო შეფასებას,   ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი დღის  შედეგი. ჩვენ წლების წინ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ პანკისში ვითარება უკვე აღარ ექვემდებარება კონტროლს.   ხელისუფლება თავიდანვე უნდა ჩარეულიყო , რომ ვითარების ამ დონემდე დაძაბვა არ მომხდარიყო.  ის სურათი რაც  დღეს ჩვენ გვაქვს , ადასტურებს ჩვენს სიმართლეს, ჩვენ სამართლიან  მოთხოვნებს. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩატაევის ჯგუფი ისე შემოვიდა თბილისში, ისე შემოიტანეს ძალიან დიდი რაოდენობის იარაღი, რომ ამის თაობაზე ხელისუფლებამ არაფერი იცოდა.

ეს ადასტურებს ერთ ფაქტს, რომ კანონიერი თვალთვალი არ მიმდინარეობს  იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს ეხება და როდესაც ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას. რესურსები გადანაწილებულია არაადეკვატურად და ჩვენი სპეცსამსახურები უთვალთვალებენ  იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ხელისუფლებისაგან განსხვავებული პოზიცია და არა იმ ადამიანებს, ვინც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას“- განაცხადა ნადირაშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები

ირმა ნადირაშვილი პანკისი სპეცოპერაცია 2017-12-27
Tags ირმა ნადირაშვილი პანკისი სპეცოპერაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მოსკოვში ქარხანაზე თავდამსხმელი პოლიციას გაეპარა

შემდეგი სტატია

ყველაზე პატარა დასახლებული კუნძული იპოვეს

მსგავსი სტატიები

 ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება

 ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება

ნინო ჩხეიძე 05 ნოე 2020

ევრობასკეტის პირველი ფინალისტი სლოვენიაა

15 სექ 2017
კობა ნაყოფია თურნავას: თქვენი დანიშნული დროებითი მმართველი ჭიათურაში, ვის წარმოადგენს ინვესტორს თუ სახელმწიფოს?

კობა ნაყოფია თურნავას: თქვენი დანიშნული დროებითი მმართველი ჭიათურაში, ვის წარმოადგენს ინვესტორს თუ სახელმწიფოს?

ირაკლი შალიკაშვილი 07 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

    მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

  • სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

    სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

  • აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს

    აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს

  • იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს

    იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს

  • საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა

    საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა

  • ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

    ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

  • 96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

    96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

  • ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

    ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

  • “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

    “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

  • ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

    ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge