NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მთავარ პროკურატურაში ბიუჯეტის თანხების შესაძლო თაღლითობით დაუფლებისა და მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

მთავარ პროკურატურაში ბიუჯეტის თანხების შესაძლო თაღლითობით დაუფლებისა და მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

27 დეკ 2017 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 751 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მთავარ პროკურატურაში ბიუჯეტის თანხების შესაძლო თაღლითობით დაუფლებისა და მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან გადმოგზავნილი დასკვნის საფუძველზე, 2017 წლის 24 ნოემბრიდან მიმდინარეობს გამოძიება სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი უზრუნველყოფის მომსახურების განხორციელებისას, ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში“ ბიუჯეტის კუთვნილი თანხების შესაძლო მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის ზემოხსენებული დასკვნის თანახმად, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების პერიოდში, მნიშვნელოვნად გაზრდილი იქნა მომსახურების ღირებულება შპს ,,ელფი“-ს სასარგებლოდ, რაც განხორციელდა მისაწოდებელ კვების პროდუქტებზე ამავე საზოგადოების მიერ ფასების სავარაუდოდ ხელოვნურად გაზრდის გამო.

გარდა ამისა, საქართველოს მთავარი პროკურატურა 2017 წლის 20 მაისიდან აწარმოებს გამოძიებას ქ. თბილისში  ,,უფასო სასადილოებით მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ტენდერებში  გამარჯვებული   პირების    მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით შესაძლო დაუფლების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სამოქალაქო პლატფორმა -,,ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის გ.ვაშაძის განცხადება, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში ,,უფასო სასადილოებით მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები, შესაბამის გამგეობებს ყოველდღიურად წარუდგენენ კვებითი მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციართა გაზრდილ რაოდენობრივ მონაცემებს. ამავე განცხადების თანახმად, ხსენებული იურიდიული პირების მიერ დამზადებული საკვების ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს. გამოძიებით დგინდება, რომ ქ. თბილისში უფასო სასადილოებით მომსახურების ტენდერში გამარჯვებული კომპანიებიდან ერთ-ერთი არის შპს ,,ელფი“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დოკუმენტებში ბენეფიციარების რეალური რაოდენობის შესახებ ხელოვნურად გაზრდილი მონაცემების შეტანითა და შესაბამის გამგეობებში წარდგენით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მოტყუებით დაუფლებას, რის შესწავლასაც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ახორციელებს საქართველოს პროკურატურა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, შპს ,,ელფის“ ხელმძღვანელი პირების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას, რომლის მიხედვითაც თითქოსდა პროკურატურის თანამშრომლები გეგმავდნენ კომპანიისთვის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობაში ხელის შეშლას, არ შეესაბამება სიმართლეს, არის მტკნარი სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ვინაიდან 2017 წლის 21 დეკემბერს, შპს ,,ელფში“ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული იქნა საქართველოს პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, წინასწარ გაწერილი და შემუშავებული საგამოძიებო გეგმისა და გრაფიკის შესაბამისად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ბუნებრივია, საგამოძიებო უწყებისთვის წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი როდის და რომელი უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერში გეგმავდა აღნიშნული კომპანია მონაწილეობის მიღებას, თუმცა მას შემდეგ რაც პროკურატურის თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ფაქტი, საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, პროკურატურის თანამშრომლების მიერ მიუხედავად კანონით ასეთი ვალდებულების არ არსებობისა, კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მათივე წარმომადგენლებს,  მიეცათ შესაძლებლობა, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, მონაწილეობა მიეღოთ  ხსენებულ ელექტრონულ შესყიდვაში. მეტიც, კომპანიის საქმიანობისთვის ხელშეშლის თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლებმა შპს ,,ელფისგან“ შეგნებულად არ მოახდინეს დოკუმენტაციის იმ ნაწილის ამოღება, რომელიც დაკავშირებული იყო დასახელებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღებასთან, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი. ამასთან, კომპანიის თანამშრომლებს სრული წვდომა ჰქონდათ ტენდერში მონაწილეობისთვის განკუთვნილ კომპიუტერულ ტექნიკასთან. შედეგად, კომპანიამ ტენდერში მონაწილეობა შეუფერხებლად მიიღო.

აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, პარალელურ რეჟიმში, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებული იქნა არა მხოლოდ შპს ,,ელფში“, არამედ ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა“ და ქ. თბილისში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღების ადმინისტრაციებში.

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულია სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არსებულ კანონდარღვევებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება და ამ პროცესში კორუფციული დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში თითოეულ ასეთ ფაქტზე ჩვენი უწყების მხრიდან რეაგირება იქნება უმკაცრესი.

დღეის მდგომარეობით ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება და შედეგების შესახებ ინფორმაცია პროკურატურის მიერ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

ბიუჯეტი თანხის თაღლითობით დაუფლება მტავარი პროკურატურა პროკურატურა 2017-12-27
Tags ბიუჯეტი თანხის თაღლითობით დაუფლება მტავარი პროკურატურა პროკურატურა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

შემდეგი სტატია

რუსეთის მინისტრების ხელფასები ცნობილია, უცნობია ვლადიმერ პუტინის ხელფასის ოდენობა

მსგავსი სტატიები

მაღალი მოდის კვირეული პარიზში: Chanel

მაღალი მოდის კვირეული პარიზში: Chanel

23 იან 2018
მედიაციის მხარე გააკეთებს განცხადებას და გვეტყვის, როგორ უყურებენ პროცესს დღეის შემდეგ

მედიაციის მხარე გააკეთებს განცხადებას და გვეტყვის, როგორ უყურებენ პროცესს დღეის შემდეგ

ირაკლი შალიკაშვილი 30 მარ 2021
არასრულწლოვანი გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდები ერთი პირი დააკავეს

არასრულწლოვანი გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდები ერთი პირი დააკავეს

18 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

    კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

  • დავით უსუფაშვილი:  ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

    დავით უსუფაშვილი: ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

  • ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

    ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

  • გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

    გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

  • საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

    საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

  • Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

    Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge