რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ პირველად გამოაქვეყნა საჯარო მოხელეების, მათ შორის მინისტრების, ხელფასების შესახებ ინფორმაცია.
2016 წელს, ყველაზე მაღალი ხელფასი რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს ჰქონდა – თვეში 1,7 მილიონი რუბლი. (დაახლოებით 76 000 ლარი, რედ.)
ენერგეტიკის მინისტრს – 1,2 მილიონი რუბლი თვეში.
მილიონზე ნაკლები ჰქონდათ სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების, ასევე მრეწველობის მინისტრებს.
საჯარო მომანაცემში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო დაზვერვის სამსახურისა და რუსეთის პრეზიდენტის ხელფასები არ არის მითითებული.
კომენტარები