თემირლან მაჩალიკაშვილის დედა კატეგორიულად გამორიცხავს მიში შვილის კავშირს ახმედ ჩატაევთან. დედის განცხადებით, მის შვილი თავისა და მხარის არეშია დაჭრილი. მედეა მაჩალიკაშვილი უარყოფს სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ მისი შვილი დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, დედა ირწმუნება, რომ მის შვილს ეძინა, როცა სპეცრაზმელები ოთახში შევარდნენ.
„კი ვიცით გადმოცემით, ვინ არის ჩატაევი, მაგრამ არ ვიცნობთ, ჩემი შვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ნასროლი აქვს შუბლში და მხარში. წინააღმდეგობას რას გაუწევდა მძინარე, მწოლიარე, ნახავთ ჩემ სახლში, სადაც იწვა, იმ ლოგინშივე აქვს ნასროლი. მძინარეს, კარს რომ შეუმტვრევდნენ და შევარდებოდნენ, შეეშინდებოდა, წინააღმდეგობას როგორ გაუწევდა. ზედ არაფერი აცვია, ტიტველი ჩამოიყვანეს დაჭრილი“,-განაცხადა მედეა მაჩალიკაშვილმა.
სუს-ის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისათვის. კერძოდ, უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. იგი ამჟამად ჰოსპიტალიზებულია“, – განაცხადა გიორგობიანმა.
კომენტარები