პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. 60-მდე სპეცრაზმელი ერთერთი ადგილობრივის ვახო მაჩალიკაშვილის სახლთან არის მობილიზებული. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი, ორი მათგანი თემირლან და რუსლან მაჩალიკაშვილები სოფელ დუისში აიყვანეს, საკუთარ სახლში აიყვანეს სოფელ ომალოში მცხოვრები ბადო ჩოფანაშვილი, წინასწარი ინფორმაციით, მას ახმედ ჩატაევთან თანამშრომლობას ედავებიან. მიმდინარე სპეცოპერაცია სავარაუდოდ, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება.
კომენტარები