NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ნინო ლომჯარია ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეხმაურება

ნინო ლომჯარია ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეხმაურება

26 დეკ 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 796 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება.

“საზოგადოებაში ყოველდღიურად სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ჰაერის დაბინძურების პრობლემა, რომელიც უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების სამ უმთავრეს წყაროს შორისაა ტრანსპორტის სექტორი. ამ კონტექსტში, არსებობდა მაღალი მოლოდინები 2017 წლის 31 დეკემბრიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერების შემოღებასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებითა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი რეგლამენტით, აღნიშნული საკითხები კვლავ გადავადდა რამდენიმე წლით, რაც არ შეესაბამება ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ინტერესებს.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონიდან ამოღებულ იქნა ჩანაწერი, რომლითაც ყველა ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერება 2017 წლის 31 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თარიღის განსაზღვრის უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობისათვის არ გადაუცია,  მთავრობამ 2017 წლის 1 დეკემბერს უკვე დაამტკიცა ახალი რეგლამენტი და მიუთითა ახალი თარიღები, რაც პრობლემურია. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში უკვე მეოთხეჯერ გადაიწია ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერების ამოქმედებამ. კერძოდ, მთავრობის მიერ მიღებული რეგლამენტის მიხედვით, 2020 წლის 1 იანვარი განისაზღვრა იმ თარიღად, როდესაც ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას (მცირე გამონაკლისის გარდა) გავლილი უნდა ჰქონდეს ე.წ. ტექდათვალიერება.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჰაერის დაბინძურების კონტექსტში, რამდენიმე მნიშვნელოვან პარამეტრს ამ პერიოდში ჩატარებული შემოწმებისას არ მიექცევა ყურადღება, რაც საკითხის კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში გადადებას გულისხმობს. მაგალითად, 2020 წლის 1 იანვრამდე პირველი ინსპექტირების ჩატარებისას არ იმოქმედებს ტექნიკური რეგლამენტის ის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც: „დაუშვებელია გაჟონვა ნამწვი აირების გამონაბოლქვის სისტემის ელემენტების დაზიანებული ან შეერთების ადგილებიდან, ხოლო კატალიზური კონვერტორებით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებზე დაუშვებელია ნამწვი აირების ატმოსფეროში გამოყოფა კატალიზური კონვერტორების გვერდის ავლით“. ამავე პერიოდში იზრდება გამონაბოლქვ აირებში ნახშირჟანგის (CO) მაქსიმალური დასაშვები შემცველობა და სხვა. შესაბამისად, 2020 წლამდე ჩატარებული ე.წ. ტექდათვალიერების დროს არ შემოწმდება იმ მოთხოვნების შესრულება, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ჰაერის დაბინძურებასთან. აღნიშნული გულისხმობს, რომ მომავალი წლების განმავლობაშიც ტექდათვალიერება ვერ უზრუნველყოფს ჰაერის დაბინძურების მნიშვნელოვნად შემცირებას.

საქართველოს სახალხო დამცველმა კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას დააფიქსირა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა ყველა ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერების დროულად ამოქმედებას იმ სახით, რაც დადებითად აისახებოდა ქვეყანაში ჰაერისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე”-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ავტოტრანსპორტი დაბინძურება ნინო ლომჯარია ტექდათვალიერება ჰაერი 2017-12-26
Tags ავტოტრანსპორტი დაბინძურება ნინო ლომჯარია ტექდათვალიერება ჰაერი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

R2: თელავში, სპორტსკოლასთან სპეცრაზმია მობილიზებული

შემდეგი სტატია

შსს ქისტაურში ჩატარებული ჩხრეკის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

მსგავსი სტატიები

საგარეო საქმეთა მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

საგარეო საქმეთა მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

01 ნოე 2018
“ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობა დაუსჯელი  არ უნდა დარჩეს”- მოგერინისა და მარგველაშვილის შეხვედრა

“ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს”- მოგერინისა და მარგველაშვილის შეხვედრა

სოსო ელისაშვილი 09 მარ 2018
ჩრდილოეთ ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯეკპოტი გათამაშდა

ჩრდილოეთ ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯეკპოტი გათამაშდა

25 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

    რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

  • საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

    საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

  • თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

    თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

  • ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა

    ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა

  • პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები

    პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

  • რუსული იარაღის შეჩერება მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღითაა შესაძლებელი – აქ, უკრაინაში წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში

    რუსული იარაღის შეჩერება მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღითაა შესაძლებელი – აქ, უკრაინაში წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში

  • გიორგი გამსახურდია:  ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ქვეყანასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ

    გიორგი გამსახურდია: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ქვეყანასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ

  • ნიკუშა შენგელაია: ევროპას თავისი უსაფრთხოების საკითხი დაუდგა დღის წესრიგში

    ნიკუშა შენგელაია: ევროპას თავისი უსაფრთხოების საკითხი დაუდგა დღის წესრიგში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge