საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ულოცავს.
„უწმინდესო და უნეტარესო, გილოცავთ აღსაყდრებიდან 40 წლისთავს! ვულოცავ სრულიად საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას, ვისთვისაც მთელი ცხოვრების მანძილზესიყვარულით, დაუღალავად იღწვით! თქვენ ქართველ ხალხს სწორედ მაშინ მოევლინეთ, როდესაც მას სულიერების გასაძლიერებლად გამორჩეული წინამძღოლი სჭირდებოდა.
თქვენი დამსახურებით, საქართველოსსამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალიის აღდგენის საერთაშორისო აღიარება, აღდგა ეკლესია-მონასტრები და ქართველი ხალხი შემობრუნდა რწმენისა დაეკლესიისკენ.
40 წლის მანძილზე, თქვენი ლოცვა და მოღვაწეობა ყოველდღიურად აძლიერებს ჩვენს ხალხს და სამშობლოს. გვაქვს უდიდესი პატივი, რომ თქვენი თანამედროვენი ვართ. თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან 40 წლისთავს!
ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას გისურვებთ უფლისსადიდებლად და საქართველოს საკეთილდღეოდ!“, – აცხადებს კობახიძე.
კომენტარები