სანტა კლაუსმა კვირას დილით, მსოფლიოს გარშემო 62-ე მოგზაურობა დაიყწო. მოგზაურობის მიზანია ყველა პატარას შობის დღესასწაული მიულოცოს და საჩუქრები დაურიგოს. ამის შესახებ ინფორმაციას NORAD-ი ავრცელებს.
„ნორადის“ ცნობით, სანტა ჩრდილოეთ პოლუსზე თავისი რეზიდენციიდან 9 ირმით შებმული მარხილით და რამდენიმე ტონა საჩუქრით გაემგზავრა.
„ზღაპრული პერსონაჟის მარხილის სიგრძე 75 შაქრიან ჩხირს ან 150 კანფეტს უდრის “ – ნათქვამია NORAD- ის ვებგვერდზე
ამასთან, მისი მოგზაურობაზე თვალყურის მიდევნება შესაძლებელია ვებგვერდზე www.noradsanta.org.
პროექტი „NORAD-ი სანტას თვალს ადევნებს“ 1995 წელს დაიწყო, როდესაც კოლორადოს შტატის ერთ-ერთმა დიდმა სავაჭრო ცენტრმა რეკლამა განათავსა, რომელშიც ბავშვებს მოუწოდა სანტა კლაუსისთვის დაერეკათ.
თუმცა ტელეფონის ნომერი შეცდომით დაწერეს და სანტას ნაცვლად ბავშვები სამხედრო-საჰაერო ძალების გაერთიანებული ხელმძღვანელობას ურეკავდნენ. ამის შემდეგ, ყოველწლიურად საშობაოდ კოლორადოს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა სანტა კლაუსის მოგზაურობის თვალთვალის ცენტრი ხდება.
კომენტარები