რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში დიდი ხნით ყოფნა გამართლებულია, რადგან მან ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის. Newsru.com-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა.
„ვფიქრობ, ეკლესიის გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია არა წლების რაოდენობა, რომელიც მმართველმა ხელისუფლებაში გაატარა, არამედ მმართველობის ხარისხი“, – განაცხადა მან სატელევიზიო ინტერვიუში.
კომენტარები