პოეტი ზვიად რატიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით, პოეტს ტვინის შერყევა აქვს და ძლიერი ტკივილი დაეწყო. რატანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა გადაიდო. შემდეგი სასამართლო სხდომა 17 იანვრისთვის ჩაინიშნა.
ზვიად რატიანი ადვოკატი ანა ნასრაშვილი ამბობს, რომ რატიანის მხრიდან პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფის მიყენება მას შემდეგ მოხდა, რაც თავად სამართალდამცველებმა გადაამეტეს უფლებამოსილებას.
„იგი მიუთითებს, რომ მისი მხრიდან, პოლიციელთა მიმართ შეურაცხყოფას ადგილი ჰქონდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე აღენიშნებოდა დაზიანებები სხეულზე, სცემდნენ, იგი არ უარყოფს იმას, რომ ამის შემდეგ მისი მხრიდანაც ჰქონდა ადგილი პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფის მიყენებას“,-განაცხად ნასრაშვილმა.
კომენტარები