თბილისის პროკურატურაში მწერალ ზვიად რატიანის გამოკითხვა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. მწერალი გამომძიებლის კითხვებს 6 საათის განმავლობაში პასუხობდა, რის შემდეგაც, ის სამხარაულის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. რატიანის თქმით, დაკავებისას მიღებული ტრავმების შედეგად, მას მეხსიერების პრობლემა აქვს, რის გამოც გამოძიებას სრული ინფორმაცია ვერ მიაწოდა.
„რამდენადაც და როგორც მახსოვდა, მივეცი დეტალური ჩვენება, ჩაიწერა გამომძიებელმა, საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრი რამ არ მახსოვს. არც დასამალია და არც სამარცხვინო, ნასვამიც ვიყავი ნაწილობრივ, ძალიან ბევრი მომხვდა განსაკუთრებით თავში და შეიძლება ამიტომაც დამავიწყდა. ვუბრუნებდი სიტყვას, ვაგინებდი მეც და ვცდილობდი რამენაირად ფეხები გამეთავისუფლებინა“,-განაცხადა რატიანმა.
კომენტარები