NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას რუსეთის უკანონო ქმედებებზე ისაუბრა

გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას რუსეთის უკანონო ქმედებებზე ისაუბრა

25 დეკ 2017 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 681 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს პირისპირ შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა ორმხრივი პოლიტიკური თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს სერჟ სარგსიანის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების მაღალი დონის დადასტურებას.

“საქართველო მიესალმება სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც საქართველო განიხილავს, როგორც ევროკავშირისგან მნიშვნელოვან გზავნილს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2017 წელს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველო – სომხეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს სიმბოლურად დაემთხვა და აღნიშნა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა მეგობრობისა და კეთილმეზობლობის საფუძველზე ახალი ფორმატის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ააშენეს. საქართველოს მიაჩნია, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში ურთიერთობები უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს”-ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

“საკითხი შეეხო, როგორც საქართველოს მიერ წარმოებულ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ასპექტებს, ასევე, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის პოლიტიკას, რომელიც რუსეთის ფედერაციის ფაქტობრივი ინტეგრაციით ხორციელდება.
საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სერჟ სარგსიანს რუსეთის იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც მან ნოემბერში, სოხუმში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობის გახსნით გადადგა და ასევე გაკეთდა განცხადება ახალგორის რაიონში ე.წ. საბაჟო პოსტის გახსნის შესახებ.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საერთაშორისო თანამეგობრობისათვის მიუწვდომელია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, მათ შორის განათლების მიღების უფლება.

პრეზიდენტებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს და აღნიშნეს, რომ დღეს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს განსხვავებული გეოპოლიტიკური ვექტორის სახელმწიფოების თანამშრომლობისათვის, რომლითაც სარგებელის მიღება შეუძლია ყველა იმ ქვეყანას, რომელიც დაინტერესებულია ჩვენს რეგიონში განვითარებითა და ჯანსაღი კონკურენციით”-ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

გიორგი მარგველაშვილი ვიზიტი რუსეთი სერჟ სარგსიანი სომხეთი 2017-12-25
Tags გიორგი მარგველაშვილი ვიზიტი რუსეთი სერჟ სარგსიანი სომხეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რეზო გიგინეიშვილი: ჩემი გული ლონდონში დარჩა

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძემ კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების 40 წელი მიულოცა

მსგავსი სტატიები

რომან გოცირიძე: …ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია, რომელიც არ არის ერთფეროვანი

რომან გოცირიძე: …ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია, რომელიც არ არის ერთფეროვანი

ირაკლი შალიკაშვილი 08 თებ 2022
ყველა ანგარიშს, რომელიც ქვეყნდება, ხელისუფლება დეტალურად სწავლობს და აანალიზებს

ყველა ანგარიშს, რომელიც ქვეყნდება, ხელისუფლება დეტალურად სწავლობს და აანალიზებს

ირაკლი შალიკაშვილი 12 მარ 2020

„აღნიშნული კონფლიქტი მთვარისა ნავერიანმა წამოიწყო, რასაც ნიკა გვარამიასაგან მოჰყვა პასუხი“

06 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

    ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

  • ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

    ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

  • ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

    ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

  • დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

    დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

  • დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

    დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

  • ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

    ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

  • დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

    დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

  • რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

    რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

  • „გალტ &თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“  მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა

    „გალტ &თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა

  • “სამარცხვინოა, როცა ომბუდსმენს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი არა ადამიანის უფლებათა გაფართოებისთვის, არამედ შეზღუდვის მოსათხოვად

    “სამარცხვინოა, როცა ომბუდსმენს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი არა ადამიანის უფლებათა გაფართოებისთვის, არამედ შეზღუდვის მოსათხოვად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge