NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროკურატურას ლისის ტბის წართმევის საქმეზე ახალი მტკიცებულებები წარუდგინა

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროკურატურას ლისის ტბის წართმევის საქმეზე ახალი მტკიცებულებები წარუდგინა

25 დეკ 2017 ახალი ამბები, სამართალი 572 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროკურატურას ლისის ტბის წართმევის საქმეზე ახალი მტკიცებულებები წარუდგინა.

„ლისის ტბის დათმობის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურას ახალი მტკიცებულებები წარედგინა, რომელიც მიუთითებს, რომ 2006 წელს, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ბიზნეს პარტნიორ მამუკა ხაზარაძესთან ერთად, გააჩნდა ყველა წინაპირობა, მათ შორის სააჭირო ფინანსები, ერთობლივად განეხორციელებინათ ლისის ტბის კომპლექსური განვითარება. აღნიშნულის თაობაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში დოკუმენტების წარდგენისას განაცხადა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში, მოქალაქე რამაზ ახვლედიანის განცხადების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის #074151015801 საქმეზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ამ ეტაპზე დაზარალებულად ან/და ბრალდებულად კონკრეტული პირი ცნობილი არ არის, რასაც მხარე არაერთი საჯარო და წერილობითი განცხადების საფუძველზე მთავარი პროკურატურიდან უძრავად მოითხოვს და საქმეზე ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.

2017 წლის 13 თებერვალს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ წარმოდგენილი იქნება წერილობითი მომართვა მოქალაქე რამაზ ახვლედიანის საქმეზე დამატებითი მოწმეების დაკითხვისა და საქმეზე სრულფასოვანი საგამოძიებო  მოქმედებების განხორციელების შესახებ. 2017 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით, განმცხადებლისთვის ცნობილია მხოლოდ ერთადერთი გარემოების თაობაზე – მოთხოვნით დასახელებული პირებიდან მოწმის სახით გამოიკითხა მხოლოდ ნოტარიუსი. სხვა პირთა მიმართ, საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ან/და ასეთი ინტერესის თაობაზე, უცნობია.

მხარე მოითხოვს, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს 2006 წლის 4 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანის ფინანსურ პოლიციაში დაბარების ფაქტს, სადაც ბიზნესმენს დააწერინეს განცხადება ლისის ტბის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობის თაობაზე. საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა – ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა.

განსახილველ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის საკითხი, რომ რამაზ ახვლედიანს, 2006 წლის 04 ნოემბრის მდგომარეობით, არ გააჩნდა არავითარი დარღვევა და ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. ვალდებულებების შეუსრულებლობას არაჯეროვნებისა და არაკეთილსინდისიერების საფუძველზე, არ არსებობს სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოს მიერ რაიმე სახის დოკუმენტური მასალა. არსებობს მხოლოდ 2006 წლის 04 ნოემბრის პირადი განცხადება, სადაც ვალდებულების შეუსრულებლობაზე, მიზეზების გარეშეა საუბარი. პრეზიდენტის განკარგულებით დასახული ძირითადი ვალდებულებების შესრულებამდე, რამაზ ახვლედიანს გააჩნდა გონივრული ვადა – 2006 წლიდან მომდევნო 8 წელიწადი, ხოლო 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რამაზ ახვლედიანს უნდა შეესრულებინა მხოლოდ მიწის დასუფთავება. 2006 წლის 04 ნოემბრის მდგომარეობით, აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად, რამაზ ახვლედიანს დარჩენილი ჰქონდა თითქმის 2 თვე. ამასთან, რამაზ ახვლედიანს და საქმეში მის ბიზნეს-პარტნიორ მამუკა ხაზარაძეს, ერთობლივი საქმიანობისთვის გააჩნდათ შესაბამისი (სათანადო) ფინანსური რესურსიც და საპროექტო გეგმა, რომლის პარტნიორებიც გახლდათ ცნობილი საერთაშორისო ინსტიტუტებიც.

საქმეში გამოკვეთილია შემდეგი ახალი დოკუმენტები. კერძოდ, ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსის 2006 წლის 21 სექტემბრის წერილი, რომლითაც რამაზ ახვლედიანს ეცნობა, რომ მის მიერ მითითებული მისამართზე ქ. თბილისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენდა 12 ლარს. სწორედ ამ წერილის საფუძველზე, რამაზ ახვლედიანმა, 2006 წლის 25 სექტემბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს და მოითხოვა ლისის ტბის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კონპლექსის 63,5 ჰა შესყიდვა, ხოლო მეორე დოკუმენტი ეხება ფაქტს, როდესაც 2005 წლის 13 იანვრის მდგომარეობით, ს.ს. „ლისის ტბას“ საწესდებო კაპიტალის შესავსებად, ანგარიშზე ერიცხებოდა 2,715.000.00 მლნ ლარი. შესაბამისად, რამაზ ახვლედიანსა და მის ბიზნეს-პარტნიორ მამუკა ხაზარაძეს, ს.ს. „ლისის ტბის“ მეშვეობით, სრული მზაობა გააჩნდათ ერთობლივი საქმიანობის განხორციელებისთვის, თავის მხრივ, რამაზ ახვლედიანი მზადყოფნას გამოთქვამდა ლისის ტბის კომპლექსის 63,5 ჰა შესყიდვაზე და არ არსებობდა არც ერთი დამაბრკოლებელი გარემოება, რამაზ ახვლედიანს, თავისუფალი ნების პირობებში, უარი ეთქვა მამუკა ხაზარაძესთან საერთო ბიზნესზე და პარტნიორობაზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

ახალგაზრდა ადვოკატები ლისის ტბა პროკურატურა 2017-12-25
Tags ახალგაზრდა ადვოკატები ლისის ტბა პროკურატურა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ელისაბედ მეორემ ილია მეორეს აღსაყდრებიდან მე-40 წლისთავი მიულოცა

შემდეგი სტატია

დედაქალაქის მერიამ თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს ხარვეზების გამოსასწორებლად ათდღიანი ვადა მისცა

მსგავსი სტატიები

“თუ უმრავლესობა კანონპროექტს მხარს დაუჭერს, მე კი არა, კობახიძე უნდა წავიდეს

21 თებ 2019
მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ გასცეს კითხვებს პასუხი, როგორ მოხდა ამ ჩანაწერების გაკეთება ციხის კედლებში და როგორ მოხდა ამ ჩანაწერების გატანა

მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ გასცეს კითხვებს პასუხი, როგორ მოხდა ამ ჩანაწერების გაკეთება ციხის კედლებში და როგორ მოხდა ამ ჩანაწერების გატანა

სოსო ელისაშვილი 19 ოქტ 2018

„არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს“

30 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

    რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

  • საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

    საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

  • თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

    თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

  • ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა

    ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა

  • პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები

    პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

  • რუსული იარაღის შეჩერება მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღითაა შესაძლებელი – აქ, უკრაინაში წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში

    რუსული იარაღის შეჩერება მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღითაა შესაძლებელი – აქ, უკრაინაში წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში

  • გიორგი გამსახურდია:  ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ქვეყანასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ

    გიორგი გამსახურდია: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ქვეყანასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ

  • ნიკუშა შენგელაია: ევროპას თავისი უსაფრთხოების საკითხი დაუდგა დღის წესრიგში

    ნიკუშა შენგელაია: ევროპას თავისი უსაფრთხოების საკითხი დაუდგა დღის წესრიგში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge