NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კვასნევსკი: ევროკავშირმა უკრაინისათვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ამას პუტინი ელოდა

კვასნევსკი: ევროკავშირმა უკრაინისათვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ამას პუტინი ელოდა

25 დეკ 2017 ახალი ამბები, მსოფლიო 932 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ვლადიმერ პუტინი არ ელოდა, რომ ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო რუსეთს სანქციების დაუწესებდა, ამის შესახებ პოლონეთის მესამე პრეზიდენტმა ალექსანდრ კვასნევსკიმ “112 Украина”  განაცხადა.

“ჩემი აზრით, ევროკავშირმა, იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე ველოდი, ვფიქრობ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე პუტინი ფიქრობდა. იმიტომ, რომ პუტინი ყირიმისა და დონეცკის შემდეგ დარწმუნებული იყო, რომ გერმანიის მხრიდან თავდასმას ადგილი არ ექნებოდა, რადგანაც გერმანიასთან მას ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ყველაზე მკაცრი კრიტიკა კი სწორედ ანგელა მერკელისგან მიიღო – პუტინი დარწმუნებული იყო, რომ ევროკავშირი ისეთი სტრუქტურაა, სადაც იყბედებენ, ილაპარაკებენ და არც არაფერი მოხდება.

ევროკავშირმა კი განაცხადა, რომ იღებს სანქციებს. ისეთი ქვეყნებიც კი, რომლებსაც რუსეთთან ყოველთვის თბილი ურთიერთობა ჰქონდა, როგორიც არის იტალია და ესპანეთი. ვფიქრობ, რომ ის ასეთ რეაქციას არ ელოდა …მკაცრსა და ერთიანს.

და სანამ ევროკავშირი ასეთ პოზიციაზეა, მინდა გითხრათ რომ ბევრი ევროპელი ლიდერისათვის ეს უხერხულობას წარმოადგენს, მათი ბიზნესი, მეწარმეები მუდამ ამბობენ, დაანებეთ თავი ამ სანქციებს. ჩვენ რუსული ბაზარი გვჭირდება. ლიდერები საკუთარი მსხვილი ბიზნესმენების ძლიერი ზეწოლის ქვეშ არიან”, განაცხადა კვასნევსკიმ.

მან, ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის გაფორმებული უვიზო რეჟიმი ისტორიული მოვლენაა.

“თუ უკრაინა განახორციელებს რეფორმებს, შეასრულებს ასოცირების შეთანხმების პირობებს, ევროპულ კანონებს, ევროკავშირისა და უკრაინის თანამშრომლობა უფრო მჭიდრო იქნება … ეს ხანგრძლივი პროცესია” – აღნიშნა პოლონეთის მესამე პრეზიდენტმა.

 

 

კომენტარები

ალექსანდრ კვასნევსკი ევროკავშირი ვლადიმერ პუტინი უკრაინა 2017-12-25
Tags ალექსანდრ კვასნევსკი ევროკავშირი ვლადიმერ პუტინი უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოში ტექინსპექტირების პროცესის დაწყებისთანავე ავტომფლობელებისთვის ცხელი ხაზი „1484“ ამოქმედდება

შემდეგი სტატია

ბლეიქ ლაივლმა რაიან რეინოლდსს საშობაო ორცხობილების გამო საჯაროდ დასცინა

მსგავსი სტატიები

მიხეილ ჯანელიძე ესტონელ კოლეგას შეხვდა

08 სექ 2017
ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის ირან–საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის ირან–საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

სოსო ელისაშვილი 12 მარ 2018
კუპრავა პოლიტიკური პარტიებთან მოლაპარაკებებს 12:00 საათზე დაიწყებს

კუპრავა პოლიტიკური პარტიებთან მოლაპარაკებებს 12:00 საათზე დაიწყებს

03 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

  • ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

    ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

  • ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

    ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

  • 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

    8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

  • სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

    სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

  • სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

    სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

  • კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

    კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

  • შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

    შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge