მახსოვს 2016 წელს, ხელისუფლების მხარდაჭერმა ერთ-ერთ სატელევიზიო დებატში მითხრა, რომ სტივ რასელი ამერიკელი ჟირინოვსკია. იმედი მაქვს, აქტივისტების შეფასებების დონეზე არ დარჩება მთავრობა და სათანადოდ იმოქმედებს დიპლომატიურიგზებით.
შგახსენებთ, რომ ბატონი რასელი გახლავთ აშშ-სერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც გამოირჩევა ტრეფიკინგთან აქტიური ბრძოლით, ის არის ვიცე–პოლკოვნიკი, მან ერაყში წარმატებით განახორციელა სამხედრო ოპერაციები, უფრო მეტიც, ამერიკის სახელმწიფომ სწორედ ბატონ რასელს დაავალა და მიანდო ქალაქ ტიკრიკში (სადამ ჰუსეინის მშობლიური ქალაქი, სადაც განლაგებული იყო ყველაზე სერიოზული სამხედრო ნაწილები და სადამ ჰუსეინის ქონება) სამხედრო ოპერაციების წარმოება, რომელიც დასრულდა წარმატებით და სადამ ჰუსეინის ქონება დაუბრუნდა მის კანონიერ მესაკუთრეს – სახელმწიფოს !” – ნათქვამია ღლონტის განცხადებაში.
კომენტარები