პოლციელიც ჩვენი საზოგადოების ნაწილია. ჩვენ ვამბობთ, რომ შეუძლებელია ერთ დღეში პოლიციის 40 000 თანამშრომელი გახდეს სრულიად ახალი ადამიანი, ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახრიამ „იმედის კვირის“ ეთერში ისაუბრა.
„ჩვენ ვამბობთ, რომ რეფორმების გარეშე და რეფორმების შინაარსობრივი ნაწილის გარეშე ჩვენ ერთ დღეში სახეცვლილ პოლიციას ვერ მივიღებთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინმეს რაიმე ინდულგენციას ვაძლევთ. ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ცნობად სახეებსაც ასეთ ინდულგენციას ვერ მივცემთ. ჩვენ საზოგადობასთან ერთად გვესმის, რომ გვჭირდება შინაარსობრივი რეფორმები. ამ შინაარსობრივი რეფორმების არსი უნდა მდგომარეობდეს როგორც საკადრო პოლიტიკის, საგანმანათლებლო ნაწილის, ასევე, მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმებში, რათა ნელ-ნელა ეს გაუცხოეობის ელემენტი ნელ-ნელა გადავლახოთ.
გამართული, პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა ჩვენი საზოგადობის ინტერესშია. ჩვენ ასევე გვესმის, რომ საზოგადოებას არ აქვს ვალდებულება, ითმინოს პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ ერთ დღეში მსგავსი შედეგის დადგომა შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას, რეფორმირების პროცესში იყოს ჩვენთან ერთად. ჩვენ ამ პირობის და ამ მოთხოვნის უფლებას გვაძლევს ის მაქსიმალური ტრანსფარენტულობა, რომელსაც ვაპირებთ და ვამბობთ ერთ რამეს, რომ ჩვენი მიდგომა იქნება ღია და ტრანსფარენტული, ჩვენ მზად ვართ, თითოეული მსგავსი შემთხვევა დეტალურად განვიხილოთ და რა შედცეგიც დადგება, ის შედეგი იყოს აღსრულებული უკლებლივ“, – განაცხადა გახარიამ.
კომენტარები