უკრაინაში ანტიკორუფციული სასამართლო “ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” მიერ შემუშავებული კანონპროექტის საფუძველზე შეიქმნება. ფონდი უკრაინაში რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს და მისი დამფუძნებელი გიორგი ვაშაძეა, – ამის შესახებ ინფორმაციას “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, კანონპროექტი, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უკვე მოიწონა და მისი განხილვა რადაში უახლოეს სხდომაზე იგეგმება.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, კანონპროექტზე მუშაობისას, გათვალისწინებული იყო საერთაშორი პრაქტიკა და გამოცდილება, ასევე ვენეციის კომისიის სტანდარტები.
“უკრაინის ანტიკორუფციული სასამართლო, ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტის საფუძველზე შეიქმნება. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოიწონა ჩვენი კანონპროქეტი, რომელიც ეფუძნება ვენეციის კომისიის დასკვნებს და ეუთოს ექსპერტების მიერ შემუშვაებულ რეკომენდაციებს.
ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა, ერთერთი მთავარი მოთხოვნა იყო ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.
ამ ინსტიტუციის შექმნით, დასრულდება ანტიკორუფციული ინსტიტუების შექმნის მნიშვნელოვანი პროცესი. აქამდე, სწორედ ჩვენი გუნდის მონაწილეობით შექმნა ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთერთ მთავარ მექანიზმად იქცა”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კომენტარები