NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაცია გააჩნდეთ”

“მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაცია გააჩნდეთ”

23 დეკ 2017 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 336 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს გააჩნდეთ ინფორმაცია საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას საკუთარი უფლებების შესახებ.

სახალხო დამცველი ე.წ. “საპოლიციო რეიდების” დაწყებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

“2017 წლის 22 დეკემბერს საქართველოს  მთელ ტერიტორიაზე სპეციალური საპოლიციო კონტროლის (ე.წ. „რეიდის“) განხორციელება დაიწყო. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს გააჩნდეთ ინფორმაცია საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას საკუთარი უფლებების შესახებ.

სპეციალური საპოლიციო  კონტროლი „პოლიციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ერთერთი ღონისძიებაა, რომლის მიზანს კანონდარღვევის პრევენცია  და/ან გამოვლენა წარმოადგენს. მინისტრის განკარგულების  საფუძველზე პოლიცია უფლებამოსილია, შესაბამის ტერიტორიაზე  და სათანადო დროის განმავლობაში, მხოლოდ ვიზუალურად შეამოწმოს მოქალაქეები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ნივთები.

აღნიშნული ღონისძიების  ფარგლებში, კანონი მოქალაქეს  შემდეგ უფლებებს ანიჭებს:

მოითხოვოს პოლიციელის მიერ ვინაობისა და სამსახურებრივი საბუთის წარდგენა;

მოითხოვოს საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველის განმარტება;

მოსთხოვოს პოლიციელს სამხრე კამერის ჩართვა მასთან კომუნიკაციის დროს;

გაეცნოს პოლიციელის მიერ შედგენილ ოქმს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ  საპოლიციო კონტროლის ფარგლებში  დასაშვებია პირის ზედაპირული შემოწმება, ანუ ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი შეხება. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, დაუშვებელია პოლიციელის მიერ მოქალაქის ჯიბეში ხელის ჩაყოფა, ჯიბის ამობრუნების ან ტანსაცმლის გახდის მოთხოვნა. ანალოგიურად, მოქალაქის ნივთი ან ავტომობილი (საბარგულის ჩათვლით) მხოლოდ ვიზუალურად შეიძლება იქნეს დათვალიერებული.

სახალხო დამცველი მოქალაქეებს  შეახსენებს, რომ ზემოხსენებული უფლებების შეზღუდვის ან პოლიციელთან კომუნიკაციის დროს სხვა სახის პრობლემის არსებობისას, მათ შეუძლიათ მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა („126“) და სახალხო დამცველის აპარატის („1481“) ცხელ ხაზებს.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საპოლიციო ღონისძიების, განხორციელებისას მასში მონაწილე მოქალაქეთა კანონით გარანტირებული უფლებების რეალიზაცია ყველასთვის შეუზღუდავად იქნება უზრუნველყოფილი”-ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პრევენციის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, თბილისში საპოლიციო კონტროლის განხორციელება დაიწყო. შსს-ს ცნობით, ღონისძიებების შედეგად 2 დღეში სულ  69 პირია დაკავებული. 

კომენტარები

კონტროლი ნინო ლომჯარია საპოლიციო რეიდები სახალხო დამცველი შსს 2017-12-23
Tags კონტროლი ნინო ლომჯარია საპოლიციო რეიდები სახალხო დამცველი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არასრულწლოვანთა და N5 პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

შემდეგი სტატია

რა სახის სასჯელს ითვალისწინებს ნაძვის ხის უკანონოდ მოჭრა – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადება

მსგავსი სტატიები

პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა

24 ნოე 2017
“მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტი უკან არ გაუხმიათ. აუცილებლად განაახლებენ თუ არჩევნებს მოიგებენ”

“მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტი უკან არ გაუხმიათ. აუცილებლად განაახლებენ თუ არჩევნებს მოიგებენ”

28 სექ 2018
უნდა ხელისუფლებას რევოლუცია? მიიღებს მშვიდობიან რევოლუციას – ნათელაშვილი ივანიშვილის სახლთან მასობრივ აქციას აანონსებს

უნდა ხელისუფლებას რევოლუცია? მიიღებს მშვიდობიან რევოლუციას – ნათელაშვილი ივანიშვილის სახლთან მასობრივ აქციას აანონსებს

ირაკლი შალიკაშვილი 28 მარ 2019

უახლესი ამბები

  • ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

    ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

  • კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

    კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

  • ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

    ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

  • კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

    კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

  • ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

    ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

  • ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

    ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

  • „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

    „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

  • ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

    ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

  • ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

    ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge