NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დაკავებულ მწვრთნელებსა და მსაჯებს ბრალს დღეს წაუყენებენ

დაკავებულ მწვრთნელებსა და მსაჯებს ბრალს დღეს წაუყენებენ

23 დეკ 2017 ახალი ამბები, სამართალი 805 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კალათბურთის დაკავებულ მწვრთნელებსა და მსაჯებს ბრალს დღეს წაუყენებენ. ადვოკატებს  საქმის მასალები დღესვე გადაეცემათ

შეგახსენებთ, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა.

“ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის” მწვრთნელი  ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა,რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების- ზაზა მაჩალაძის, ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სხვადასხვა მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირებას. ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. „ჩაწყობილ“ მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი.

2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი დაეუფლნენ მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36000 ლარს.

გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის  221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს 4 დან 6 წლამდე ვადით.

გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“,- ნათქვამია  სუს-ის განცხადებაში.

კომენტარები

დაკავება კალათბურთი კორუფცია მსაჯი მწვრთნელი ჩაწყოფილი თამაშები 2017-12-23
Tags დაკავება კალათბურთი კორუფცია მსაჯი მწვრთნელი ჩაწყოფილი თამაშები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინაში ანტიკორუფციული სასამართლო გიორგი ვაშაძის მიერ შემუშავებული კანონპროექტით შეიქმნება

შემდეგი სტატია

დანელია: თუ საპოლიციო კონტროლის დროს გადაცდომა იქნება, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

მსგავსი სტატიები

გიორგი გახარია: კალაძემ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნამდვილი ლიდერია

17 ოქტ 2017

ქვიშის კატის კნუტების პირველი ფოტოები

11 ოქტ 2017
ავტოსაგზაო შემთხვევა კონდოლში – დაშავებული ქალბატონის და მისი შვილების მდგომაროება მძიმეა

ავტოსაგზაო შემთხვევა კონდოლში – დაშავებული ქალბატონის და მისი შვილების მდგომაროება მძიმეა

20 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

    პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

  • დღე ისტორიაში – 6 ივნისი

    დღე ისტორიაში – 6 ივნისი

  • Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

    Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

  • „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

    „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

  • შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

    შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

  • უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

    უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge