NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»არასრულწლოვანთა და N5 პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

არასრულწლოვანთა და N5 პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

23 დეკ 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 880 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით, N11 არასრულწლოვანთა სარებილიტაციო და N5 პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, არასრუწლოვან მსჯავრდებულებს, რომლებიც წინასაახალწლოდ დასაჩუქრდნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა მიულოცა. მსჯავრდებულებმა კი, სტუმრებს თავიანთი ნამუშევრები დაათვალიერებინეს.

„არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ ახალგაზრდებს სხვადასხვა კომპანიის მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადავეცით. მსჯავრდებულებზე ზრუნვის საკითხში, სამინისტროსთან ერთად, საზოგადოების ჩართულობაც აუცილებელია. სასურველ შედეგს, რომელიც მათი რესოციალიზაცია და გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვანი რეინტეგრაციაა, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ“, – განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

სამინისტროს ცნობით, N5 დაწესებულებას  წინასაახალწლოდ, მომღერალი მაკა ზამბახიძე ეწვია და მსჯავრდებულებთან ერთად, ნაძვის ხის მორთვაში მიიღო მონაწილეობა. მაკა ზამბახიძემ რამდენიმე სიმღერა შეასრულა და მსჯავრდებულებს შობა-ახალი წელი მიულოცა, მათ შორის ის დედათა და ბავშვთა სახლს ეწვია, სადაც ქალი პატიმრები 3 წლამდე ასაკის შვილებთან ერთად იმყოფებიან.

“სასჯელაღსრულების  და პრობაციის სამინისტრო წინასაახალწლოდ, სხვადასხვა ღონისძიებას ყველა დაწესებულებაში გამართავს. დაგეგმილია შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასის, ანსამბლების: „რუსთავი“, „შვიდკაცა“, „ქართული ხმები“, ჯგუფების – „რეზო და ბავშვები“, „გამოუვალი მდგომარეობის“ და „ქუჩის ბიჭების“ კონცერტები და ღონისძიებები. დაწესებულებებს, ასევე, იუმორისტული შოუს მსახიობები ესტუმრებიან. გარდა ამისა, ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები თიკა ჯამბურია, ნინი ქარსელაძე, მარიკა თხელიძე და სხვები”- აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, მსჯავრდებულებს საახალწლოდ, სხვადასხვა კომპანიის მხრიდან საჩუქრებიც გადაეცემათ.

 

კომენტარები

არასრულწლოვნები მსჯავრდებულები ციხე წინასაახალწლო ღონისძიებები 2017-12-23
Tags არასრულწლოვნები მსჯავრდებულები ციხე წინასაახალწლო ღონისძიებები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

შემდეგი სტატია

“მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაცია გააჩნდეთ”

მსგავსი სტატიები

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: მხარს დავუჭერ თურქ ინვესტორებს, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია განახორციელონ სერბეთში

21 სექ 2017
ევროპის დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ევროპული ღირებულებები, ყველას, ვინც საქართველოს მომავალს ევროპის სახელმწიფოთა დიდ ოჯახში ხედავს

ევროპის დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ევროპული ღირებულებები, ყველას, ვინც საქართველოს მომავალს ევროპის სახელმწიფოთა დიდ ოჯახში ხედავს

ირაკლი შალიკაშვილი 09 მაი 2021
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

03 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

    ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

  • ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

  • ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

    ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

  • ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

    ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

  • თურქეთის საელჩოს განცხადება

    თურქეთის საელჩოს განცხადება

  • ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

    ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

  • ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

    ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

  • თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

    თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

  • სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

    სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge