NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შსს-მ საქართველოს ყველა რეგიონში საპოლიციო კონტროლის განხორციელება დაიწყო

შსს-მ საქართველოს ყველა რეგიონში საპოლიციო კონტროლის განხორციელება დაიწყო

22 დეკ 2017 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 727 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პრევენციის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, თბილისში საპოლიციო კონტროლის განხორციელება დაიწყო, – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

სამინისტროს  ინფორმაციით, 22 დეკემბერს, დილის 8 საათიდან, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ტერიტორიული დანაყოფების თანამშრომლებმა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს; დაკავებულია 10 პირი, აქედან 6 წარსულში ნასამართლევია.

“დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა :
1 ავტომატი, 6 პისტოლეტი, 7 სანადირო თოფი, 3 შაშხანა, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, 1 „საიგას“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 ხელყუმბარა, 4 კოჭა ტროტილი, 1 ცეცხლგამტარი ზონარი და 1095 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა.
ასევე, ნარკოტიკული საშუალებები:
7 შეკვრა ჰეროინი, 20 გრამამდე გახსნილი სითხე და სხვა ნარკოტიკული საშუალებები.

გარდა ამისა, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პრევენციის მიზნით, დაიწყო საპოლიციო კონტროლის განხორციელება საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, თბილისში.

ამ ეტაპზე, ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულია 6 პირი, ასევე დაკავებულია 2 ძებნილი, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. ნებაყოფლობით ჩაბარებულია ცეცხლსასროლი იარაღები, 12 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი და 1124 ცალი ვაზნა. გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 17 ფაქტი, კერძოდ ცივი იარაღის უკანონო ტარება”- აცხადებენ შსს-ში.

მათივე განმარტებით, საპოლიციო კონტროლი, რიგ შემთხვევებში  ზედაპირული შემოწმების განხორციელებას გულისხმობს და ის საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას  ემსახურება. 

კომენტარები

დაკავება იარაღი ნარკოტიკი საპოლიციო კონტროლი შსს ძებნილები 2017-12-22
Tags დაკავება იარაღი ნარკოტიკი საპოლიციო კონტროლი შსს ძებნილები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ბაგა-ბაღების ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესი დასაქმების პროგრამაა, ვინაიდან დედებს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს”

შემდეგი სტატია

საქართველო “მომავლის ერთერთ საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციად” დასახელდა

მსგავსი სტატიები

თბილისი: რუსეთი „ღია ცის“ ხელშეკრულებას ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების ინსტრუმენტად იყენებს

სოსო ელისაშვილი 24 ოქტ 2018
აჭარის სოფელ ცეცხლაურში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

აჭარის სოფელ ცეცხლაურში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

03 სექ 2017
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს “აღმოსავლეთ ოსეთს” უწოდებს და იმუქრება

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს “აღმოსავლეთ ოსეთს” უწოდებს და იმუქრება

31 იან 2019

უახლესი ამბები

  • ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

    ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

  • კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

    კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

  • თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

    თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

  • არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია

    არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია

  • თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

    თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

  • საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

    საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

  • დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

    დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

  • ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

    ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

  • ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

    ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

  • გია ხუხაშვილი: ჩვენ კი თავი რუსეთში გვინდა და უკაცრავად და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში

    გია ხუხაშვილი: ჩვენ კი თავი რუსეთში გვინდა და უკაცრავად და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge