პარლამენტმა მესამე მოსმენით „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებული ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტს 63 მომხრე და 3 მოწინააღმდეგე ჰყავდა. აღნიშნული ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.
ცვლილებებით, ასევე იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს შორის. კანონში შესატანი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები.
კომენტარები