NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის N7 დაწესებულების ყოფილი დირექტორი პასუხისგებაში მისცეს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის N7 დაწესებულების ყოფილი დირექტორი პასუხისგებაში მისცეს

22 დეკ 2017 ახალი ამბები, სამართალი 826 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის N7 დაწესებულების ყოფილი დირექტორი რ.ა. 2009 წელს ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„2014 წლის 20 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „თენგიზ ჩქოტუა და ელისო არქანია საქართველოს წინააღმდეგ“, დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა, რის საფუძველზეც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ეფექტური გამოძიების ჩატარებაზე.

მითითებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის N7 დაწესებულების დირექტორმა, რომლისთვისაც ცნობილი იყო დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის თენგიზ ჩქოტუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა და მისი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობის თაობაზე, გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა და დროულად არ შეასრულა კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა – პატიმრის ჰოსპიტალიზაციის თაობაზე. მიუხედავად მსჯავრდებულის ოჯახის წევრებისა და მისი ადვოკატის არაერთი მოთხოვნისა, მძიმე ავადმყოფს არც ადგილზე გაეწია სათანადო მკურნალობა და არც დროულად იქნა გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულებაში.

დირექტორის მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობით, უკვე კომაში მყოფი პატიმარი დაგვიანებით იქნა ჰოსპიტალიზებული სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც განვითარებული თავის ტვინის შეშუპების გამო რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის N7 დაწესებულების ყოფილ დირექტორს უკვე წარედგინა ბრალდება და პროკურატურამ მიმართა სასამართლოს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით. საქართველოს პროკურატურა პრიორიტეტულად აგრძელებს გამოძიებას ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზედაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით, საქართველოს მხარეს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ეფექტური გამოძიება.

გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი თენგიზ ჩქოტუა მთავარი პროკურატურა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017-12-22
Tags ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი თენგიზ ჩქოტუა მთავარი პროკურატურა სასჯელაღსრულების დაწესებულება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის წარმოების 2 ფაქტი გამოავლინა

შემდეგი სტატია

წამალაშვილი: ხოფერია მომიახლოვდა და მწვდა თმებში

მსგავსი სტატიები

თიბისი ბანკის მხარდაჭერით წინანდალში „რადისონ ქოლექშენის“ ბრენდის პირველი სასტუმრო გაიხსნა

სოსო ელისაშვილი 27 ოქტ 2018
H1N1 ტიპის ვირუსით, დეკემბრის ბოლოდან დღემდე 13 ადამიანია გარდაცვლილი

H1N1 ტიპის ვირუსით, დეკემბრის ბოლოდან დღემდე 13 ადამიანია გარდაცვლილი

10 იან 2019

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს ოქტომბერში ავირჩევთ

20 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge