ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში (СБУ) 26 დეკემბერსაა დაბარებული. შესაბამისი უწყება მას უკვე გადასცეს. უკრაინული სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობის, მიუხედავად იმისა, რომ არ სჯერა ბრალდებების.
„ვიღაც ამბობდა, რომ ჩვენ არ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჯერა ამ საქმის, თუმცა ვთანამშრომლობთ“, – აცხადებს სააკაშვილი.
კომენტარები