პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერის, ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ნიკა მელია სხდომათა დარბაზში ჩავიდა და იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები ისხდნენ.
ვითარების განმუხტვაში მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას, დარბაზის დატოვებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა.
კომენტარები