NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბულგარეთის საელჩომ ადამიანის უფლებათა ცენტრის სამი პროექტი დააფინანსა

ბულგარეთის საელჩომ ადამიანის უფლებათა ცენტრის სამი პროექტი დააფინანსა

22 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 736 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩომ, ბულგარეთის განვითარების ფონდთან ერთად, საქართველოში ადამიანის უფლებათა ცენტრის სამი პროექტი დააფინანსა:

  • საქართველოს პენიტენციურ სისტემაში რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა;
  • სასამართლო მონიტორინგი ქალებისთვის;
  • ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში;

 პროექტი „საქართველოს პენიტენციურ სისტემაში რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა“ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატიმრების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას არტ-თერაპიის საშუალებით. პროექტი შშმ პატიმრებს ეხმარება, აითვისონ შრომითი, სახელოვნებო უნარები და გაუმკლავდნენ პატიმრობისგან გამოწვეულ სტრესს.

პროექტის – „სასამართლო მონიტორინგი ქალებისთვის“ მთავარი მიზნებია: სასამართლო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა, სასამართლო სისტემისა და პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც ქალები არიან მსხვერპლები (ფემიციდი, ოჯახში ძალადობა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და ა.შ) ან ბრალდებულები (ნარკოდანაშაულები და ა.შ.). პროექტის სპეციფიური მიზანია, დადგინდეს, დაცულია თუ არა სამართლიანი სასამართლოს პრინციპები სასამართლო განხილვების დროს (როგორიცაა – შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპები), დაცულია თუ არა დასაბუთებული განაჩენის უფლება, დაცვის და სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უფლება.

პროექტი „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ მიზნად ისახავს ქალი და არასრულწლოვანი პატიმრებისთვის საპატიმრო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას. მონიტორინგის გზით, შესწავლილი იქნება პატიმრების მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებში.

პროექტებს ხელი მოეწერა 15 დეკემბერს ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოში. სამივე პროექტი 2018 წელს განხორციელდება.

ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტები არის ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმიანობის მხარდაჭერის წარმატებული გაგრძელება. 2015 წელს ადამიანის უფლებათა ცენტრმა ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით და სახალხო დამცველთან პარტნიორობით განახორციელა პროექტი – „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში“. მონიტორინგის შედეგები ასახულია ანგარიშში – „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“.

პრესრელიზი მომზადდა პროექტების ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს ბულგარეთის განვითარების ფონდთან ერთად.

 

კომენტარები

ადამიანის უფლებათა ცენტრი ბულგარეთი ბულგარეთის საელჩო 2017-12-22
Tags ადამიანის უფლებათა ცენტრი ბულგარეთი ბულგარეთის საელჩო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2017

შემდეგი სტატია

პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა

მსგავსი სტატიები

შსს: ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული ერთ-ერთი მოსწავლის მდგომარეობა მძიმეა

შსს: ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული ერთ-ერთი მოსწავლის მდგომარეობა მძიმეა

28 თებ 2018
თავშესაქცევ მემორანდუმებს და დეკლარაციებს იგონებენ – ივანიშვილს ფარატინა ქაღალდის კი არა, ხალხის ძალის ეშინია

თავშესაქცევ მემორანდუმებს და დეკლარაციებს იგონებენ – ივანიშვილს ფარატინა ქაღალდის კი არა, ხალხის ძალის ეშინია

ირაკლი შალიკაშვილი 19 აგვ 2020
სააკაშვილი: არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართალია, მაგრამ უკრაინის დაზვერვა როგორც წესი, ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს

სააკაშვილი: არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართალია, მაგრამ უკრაინის დაზვერვა როგორც წესი, ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს

ირაკლი შალიკაშვილი 05 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

  • გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

    გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

  • “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

    “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

  • შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

    შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

  • “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

    “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

  • “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

    “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge