NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»წულუკიანი: ტიმოშენკოს წინასწარი პატიმრობა სტრასბურგმა უკანონოდ ცნო, მერაბიშვილის კი, კანონიერად

წულუკიანი: ტიმოშენკოს წინასწარი პატიმრობა სტრასბურგმა უკანონოდ ცნო, მერაბიშვილის კი, კანონიერად

22 დეკ 2017 ახალი ამბები, სამართალი 378 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„მერაბიშვილის საქმის ტიმოშენკოს და ლუცენკოს საქმეებთან შედარება შეუძლებელია”, − ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების შეკითხვას.

„აქ მოყვანილი იყო ტიმოშენკოს და ლუცენკოს საქმეები. ფართო საზოგადოებამ შეიძლება არ იცოდეს და ამგვარ განცხადებებს შეცდომაში შეჰყავდეს, ამიტომ განვმარტავ: ამ ორი საქმის მერაბიშვილის საქმესთან შედარება, უბრალოდ, შეუძლებელია, რადგან ქალბატონი ტიმოშენკო ამტკიცებდა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რომ მისი დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო უკანონო და თვითნებური. სტრასბურგის სასამართლომ მას უთხრა, რომ დიახ, თქვენი დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო თვითნებური და უკანონოო და 2 ნაწილში დაუდგინა მე-5 მუხლის დარღვევა. ლუცენკოს საქმეზე, რომელიც აცხადებდა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რომ მისი დაკავება, შემდეგ წინასწარი პატიმრობა იყო უკანონო და თვითნებური, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მისი დაკავება, შემდგომი პატიმრობა იყო უკანონო და თვითნებური. ივანე მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა სრულიად საპირისპირო. ჩვენ, ვინც აქ ვსხედვართ, საქართველოს მთავრობა, ვიყავით მოპასუხე. მერაბიშვილი ამტკიცებდა, რომ ლუცენკოსა და ტიმოშენკოს მსგავსად, ისიც უკანონოდ დააკავეს და უკანონოდ შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა. სტრასბურგის სასამართლომ კი თქვა, რომ ჩვენ წარვადგინეთ მასალები, რომლებიც ცხადყოფდა, რომ მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობის შეფარდება და შემდგომი პატიმრობა იყო კანონიერი.

თუ ჩვენ ამისი დანახვა არ გვინდა, რა თქმა უნდა, არ არის არანაირი პრობლემა. ერთადერთი, რაც შემიძლია, შემოგთავაზოთ, არის ის, რომ სპეკულაციებით კი ნუ დავკავდებით, არამედ დაველოდოთ მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციას და შემდეგ გავაგრძელოთ ეს მსჯელობა, მაგრამ საზოგადოებას ნუ ეტყვით, რომ ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებზე დადგა ერთი და იგივე შედეგი. ვანო მერაბიშვილის ციხეში ყოფნის ყველა დღე სტრასბურგის სასამართლომ აღიარა კანონიერად! ეს არის პასუხი და მეტი ამ კითხვაზე არაფერი არ შეიძლება ითქვას”, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

ვანო მერაბიშვილი თეა წულუკიანი იულია ტიმოშენკო სასამართლო სტრასბურგი 2017-12-22
Tags ვანო მერაბიშვილი თეა წულუკიანი იულია ტიმოშენკო სასამართლო სტრასბურგი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი კვირიკაშვილი: ხელი არავინ დაადოს ნიკა მელიას, იგივეს აკეთებს

შემდეგი სტატია

შსს ტელეკომპანია “იბერიაში” მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მსგავსი სტატიები

ჯონსონი: მოწამვლის ბრძანება დიდი ალბათობით პუტინმა გასცა

ჯონსონი: მოწამვლის ბრძანება დიდი ალბათობით პუტინმა გასცა

სოსო ელისაშვილი 16 მარ 2018
კალიფორნიაში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

კალიფორნიაში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

21 იან 2018

„კვირიკაშვილს რომ გააგდებს ბიძინა, ეგრევე სამსახურში ავიყვან“

სოსო ელისაშვილი 30 მარ 2018

უახლესი ამბები

  • გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

    გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

  • ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

    ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

  • მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

    მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

  • ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

    დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

  • არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

    არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებული

    „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებული

  • როგორი დრო დადგა, “ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და “ნაციონალებს” ეხვეწება, შემოდითო

    როგორი დრო დადგა, “ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და “ნაციონალებს” ეხვეწება, შემოდითო

  • საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

    საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

  • თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

    თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge