სახიფათოა, როდესაც ქვეყნის ლიდერს არ შეუძლია საკუთარი ემოციების მართვა, ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გუშინ, გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის მომხდარი ინციდენტი.
„ყველაზე სახიფათოა, როდესაც პრემიერმინისტრს, ანუ ქვეყნის ლიდერს არ შეუძლია საკუთარი ემოციების მართვა, ეს სახიფათოა ქვეყნისთვისაც და პირადად მისთვისაც. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კვირიკაშვილი არ არის თავის ადგილზე სამწუხაროდ. ის არის კარგი ადამიანი, ემოციური ადამიანი, ღირსებას იცავს, მათ შორის გინებითაც, მაგრამ ლიდერები ასეთები არ არიან“,-განაცხადა ხუხაშვილმა.
კომენტარები