NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ნიკა მელია: რაც განგვასხვავებს “ქართული ოცნებისგან”, არის ზნეობა და მორალი

ნიკა მელია: რაც განგვასხვავებს “ქართული ოცნებისგან”, არის ზნეობა და მორალი

21 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 1046 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია მასსა და პრემიერმინისტრს შორის მომხდარ ინციდენტს გადაცემა “რეაქციაში” კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

მელიას თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, როგორც მმართველი უუნაროა, მას არ აქვს არც შესაბამისი კომპეტენცია, არც ლიდერის უნარ-ჩვევები, არც გამოცდილება.

ჟურნალისტის კითხვაზე – რამდენად კორექტულია, რომ მოკლული პატარა ბიჭების ტრაგედია  პოლიტიკურ დებატებში  იქნას გამოყენებული, ნიკა მელიამ განაცხადა:

“თუ ჩვენ რამე განგვასხვავებს “ქართული ოცნებისგან” სწორედ არის ზნეობა და მორალი. ეს არის ის გუნდი, რომელმაც მართლაც დასდო ბრალი “ნაციონალურ მოძრაობას” ჩვილი ბავშვის მკვლელობაში.

მძიმე კრიმინოგენულ ვითარებაზე როდესაც საუბრობს და უმძიმეს მდგომარეობაზე, მათ შორის სკოლებში, განათლების სისტემაში, იმის მაგივრად, რომ თქვას შეგვეშალა, დიახაც, თავის დროზე არ გავატარეთ შესაბამისი რეფორმები განათლების სამინისტროში, ამის მაგივრად გამოდის და კვლავ საუბრობს იმაზე, რა ცუდი იყო ის მანდატურის სისტემა და ამიტომ, რეალურად უფუნქციოდ დავტოვეთო. ამაზე იყო ჩემი რეპლიკა”.

შეგახსნებეთ, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთერთ ლიდერ ნიკა მელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება ნიკა მელიას მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიწყო.

“სკოლაში ბავშვებმა ერთმანეთი დახოცეს იმიტომ, რომ თქვენ ხართ უუნარო. თქვენ როგორი ადამიანი ბრძანდებით იცით? აი, გულით კარგი კაცი ბრძანდებით, არც პროფესიონალი ხართ, არც კვალიფიკაცია გაქვთ. დიახაც, უუნარო ხართ,  ნუ გწყინთ.

მოხვედით აქ  და პარლამენტარებისგან ნდობის მიღებას ითხოვთ, იმისიც კი არ გრცხვენიათ, რომ აგერ თქვენგან მესამე ადამიანი უკვე ივანიშვილს შერჩეული ჰყავს თქვენს შემცვლელად. ვითომ პრემიერმინისტრი ხართ, არც არასდროს გეკითხებოდნენ, არც გეკითხებიან, არც შეგეკითხებიან”- თქვა მელიამ.

დაპირისპირება სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა. პრემიერმა ნიკა მელიას აგინა.

ცნობისთვის,  გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

 

კომენტარები

გინება გიორგი კვირიკაშვილი დაპირისპირება ნიკა მელია ჩხუბი 2017-12-21
Tags გინება გიორგი კვირიკაშვილი დაპირისპირება ნიკა მელია ჩხუბი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ეს არის ყველაზე დიდი იარა საქართველოს სხეულზე და ჩვენ ამ იარას აუცილებლად ვუმკურნალებთ”

შემდეგი სტატია

“ღვინის სექტორში არსებული წარმატება არის აბსოლუტური რეკორდი საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში”

მსგავსი სტატიები

სალომე სამადაშვილი: დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩინეთში ვიზიტის ხელშეწყობა იქნებოდა რუსეთის მხრიდანაც – ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა არის დასავლეთთან მესიჯი“ – „მე ჩემი გზა მაქვს“

სალომე სამადაშვილი: დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩინეთში ვიზიტის ხელშეწყობა იქნებოდა რუსეთის მხრიდანაც – ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა არის დასავლეთთან მესიჯი“ – „მე ჩემი გზა მაქვს“

ნინო ჩხეიძე 01 აგვ 2023

ირაკლი ქორიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

01 აპრ 2018
პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟზე, კონკრეტულ პირთა თანხმობის შემთხვევაში მზადაა, გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟზე, კონკრეტულ პირთა თანხმობის შემთხვევაში მზადაა, გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს

ირაკლი შალიკაშვილი 30 სექ 2019

უახლესი ამბები

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge