„პატრიოტთა ალიანსის“ ერთერთი ლიდერი ემზარ კვიციანი მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების განხილვაზე ნიკა მელიასა და გიორგი კვირიკაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„თქვენ საზოგადოებასთან ლაპარაკი ბოდიშით დაიწყეთ, რომ აღელდით – ამის გულისთვის არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი, პირიქით, მოსახლეობას, შეიძლება, ის უფრო ეწყინა, რომ დროზე არ აღელდით, იმხელაზე გათავხედებულები არიან უკვე. ეს ყველაფერი შედეგია იმ კოჰაბიტაციის, რომელიც თავს მოგახვიეს ჯერ თქვენ და მერე სრულიად საქართველოს“, – მიმართა კვიციანმა კვირიკაშვილს.
შეგახსენებთ, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის” ერთერთ ლიდერ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა. პრემიერმა ნიკა მელიას აგინა.
დაპირისპირება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.
კომენტარები