პარლამენტში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ კომენტარი გააკეთა, დეპუტატის თქმით, მინისტრთა კაბინეტმა დაამკვციდრა ახალი რეალობა, ისინი პროვოკაციად თვლიან ოპოზიციის მხრიდან დასმულ მწვავე კითხვებს.
„პრემიერმინისტრმა და მინისტრთა კაბინეტმა ახალი მოცემულობა შექმნეს და დაამკვიდრეს რეალობა, როცა ისინი პროვოკაციად თვლიან ოპოზიციის მხრიდან დასმულ მწვავე კითხვებს. მე მაპატიეთ, მაგრამ აბა რას ელოდებიან ჩემგან ან სხვა ოპოზიციონერი დეპუტატისგან? ქებას დავუწყებთ და დიდებას, მაშინ, როდესაც 5 წლის განმავლობაში, ქვეყანას ვერ სთავაზობენ გამოსავალს, ქვეყნის განვითარების ვერანაირ გეგმას. იქითკენ მიჰყავთ ახლა საქმე „ქართული ოცნების“ ლიდერებს და დეპუტაციას, რომ მე მგონი, მადლობა მაქვს მოსახდელი, რომ ცივი იარაღი არ გამოიყენა ბატონმა კვირიკაშვილმა.
არ მაინტერესებს მე კვირიკაშვილი, როგორც ადამიანი, მე მაინტერესებს კვირიკაშვილი, როგორც პრემიერმინისტრი, ადამიანი, რომელსაც ხელთ უპყრია ამ ქვეყნის მართვის სადავეები“,-განაცხადა მელიამ.
კომენტარები