NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კვირიკაშვილი: „26 წლის განმავლობაში ვერ შევძელით ამ ძალიან მნიშვნელოვანი სისტემის დანერგვის დაწყება“

კვირიკაშვილი: „26 წლის განმავლობაში ვერ შევძელით ამ ძალიან მნიშვნელოვანი სისტემის დანერგვის დაწყება“

21 დეკ 2017 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 791 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საპენსიო რეფორმასა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის 26 წლის განმავლობაში ქვეყანაში ვერ დაინერგა გამართული საპენსიო და კაპიტალის ბაზრის სისტემა.

„ძალიან მნიშვნელოვანია საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზრის განვითარება. ჩვენ ვიწყებთ მეორე შრის საპენსიო სისტემების დანერგვას. სამწუხაროდ, ჩვენ დამოუკიდებლობის 26 წლის განმავლობაში ვერ შევძელით ამ ძალიან მნიშვნელოვანი სისტემის დანერგვის დაწყება. ეს არის ძალიან რთული რეფორმა, უდიდესი ინსტიტუციური მასშტაბით და ეს არის რეფორმა, რომლის გადადინების ეფექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის არამხოლოდ უზრუნველყოფს დღეიდან 15-20 წლის შემდეგ მომავალი პენსიონერების ღირსეულ სიბერეს, არამედ იგი ასევე დააგროვებს ყოველწლიურად ასეულ მილიონობით გრძელვადიან საინვესტიციო რესურსს ადგილობრივ ვალუტაში, რომელიც ჩაისხმება ეკონომიკაში და გახდება ახალი ძრავა ეკონომიკური განვითარების.

ძალიან მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის პარალელური განვითარება. ჩვენ აზიის განვითარების ბანკთან ერთად გავაკეთეთ არსებული მარეგულირებელი ბაზის დიაგნოსტიკა. შემუშავებულია საგზაო რუკა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვგეგმავთ, რომ შევცვალოთ რეგულაციები, საფონდო ბაზარი გახდეს უფრო ინტეგრირებული ევროპულ საფონდო პლატფორმებთან და გლობალურ კასტოდიუმის ქსელებთან იმისათვის, რომ ადგილობრივი ფასიანი ქაღალდები, რომლებიც საქართველოში უნდა იყოს, რათა საპენსიო რეფორმიდან დაგროვილი რესურსი აითვისოს, გახდეს ინვესტირებადი მსოფლიო ინვესტორებისთვის და ასევე დანახვადი. მოკლედ, ეს არის რთული ინსტიტუციური რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანი, საზოგადოებასთან კომუნიკაციის კომპონენტით და ამ რეფორმის სწორი კომუნიკაცია არის უმნიშვნელოვანესი, რომ ჩვენ ის წარმატებით განვახორციელოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი კაპიტალი კაპიტალის ბაზრის რეფორმა კვირიკაშვილი პარლამენტი პენსია პრემიერი პრემიერმინისტრი საპენსიო რეფორმა 2017-12-21
Tags გიორგი კვირიკაშვილი კაპიტალი კაპიტალის ბაზრის რეფორმა კვირიკაშვილი პარლამენტი პენსია პრემიერი პრემიერმინისტრი საპენსიო რეფორმა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ეს არის დანაშაული, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ ჩვენი მომავალი თაობის წინაშე“

შემდეგი სტატია

„ევროკავშირი გვყავს როგორც პირველი სავაჭრო პარტნიორი“

მსგავსი სტატიები

გლდანის რაიონში ექვს ოჯახს საკუთრების მოწმობები გადაეცა

გლდანის რაიონში ექვს ოჯახს საკუთრების მოწმობები გადაეცა

06 აგვ 2018
ზუგდიდში სოციალური სახლების მშენებლობაზე განცხადებების გადამოწმება დაიწყო

ზუგდიდში სოციალური სახლების მშენებლობაზე განცხადებების გადამოწმება დაიწყო

სოსო ელისაშვილი 13 მარ 2018

„2017-2021 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 15 მიალიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება“

20 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • “გააზიარეთ ძალიან გთხოვთ. უნდა გადარჩეს ირაკლი გელაშვილი!”

    “გააზიარეთ ძალიან გთხოვთ. უნდა გადარჩეს ირაკლი გელაშვილი!”

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ატლანტ გრუპმა“ სომხეთში მრავალფუნქციური  კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ატლანტ გრუპმა“ სომხეთში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა

  • მაია ბუწაშვილი: ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში

    მაია ბუწაშვილი: ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში

  • საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა

    საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა

  • ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინას აქვს შანსი, ხერსონი ორ თვეში გაათავისუფლოს

    ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინას აქვს შანსი, ხერსონი ორ თვეში გაათავისუფლოს

  • ედგარს რინკევიჩსი: რუსებისთვის ევროპაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთაებრივი უფლება

    ედგარს რინკევიჩსი: რუსებისთვის ევროპაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთაებრივი უფლება

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge