აშშ-ში ადოლფ ჰიტლერის ავტომობილი, Mercedes-Benz 770 Grosser Offener Tourenwagen გაიყიდება. როგორც ცნობილია, ავტომობილი სპეცშეკვეთით ჰიტლერისთვის დამზადდა.
ავტომობილს ჰიტლერი მხოლოდ მნიშვნელოვანი მსვლელობების დროს იყენებდა. როგორც ცნობილია 2004 წლამდე ავტომობილი მულტიმილიონერს ეკუთვნოდა.
ჯერჯერობით უცნობია აუქციონზე გატანილი ავტომობილის საწყისი ფასი, თუმცა თანხის 10% ჰოლოკოსტის საგანმანათლებლო პროგრამებს მოხმარდება.
ჰიტლერის ავტომობილს აუქციონ Scottsdale-ზე იანვარში გაიტანენ.
კომენტარები