ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური პარლამენტში ნიკა მელიასა და გიორგი კვირიკაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
“ნამდვილად მიუღებელია პარლამენტში გნებავთ პრემიერმინისტრისგან, გნებავთ პარლამენტის ნებისმიერი წევრისგან უწმაწური სიტყვებით საუბარი, არათუ გინება. ეს ნამდვილად არ უნდა დამართნოდა პრემიერმინისტრს.
ნიკა მელიამ რამდენიც არ უნდა იყეფოს, იმას ყურადღება არ უნდა მიაქციო. ნიკა მელიამ ვერ გაიგო, იმიტომ, რომ ღირსების გრძნობა არ აქვს. ნიკა მელიას რომ მიაფურთხო სახეში, ჩამოიწმენდს და გახარებული წავა, რომ ფიზიკურად და ჯიბეზე არაფერი დააკლდა. ვერ გაიგო ამიტომ, რატომ გამოვიდა კაცი წყობიდან – რა მოხდა მერე, კაცის კაცი უწოდა, უნამუსო უწოდა- რა იყო მერე? უხარია, დედას რომ აგინებენ, სხვამ გაიგოს. ერთი სული ჰქონდა, ნეტა ხელი გაერტყა ვინმეს მისთვის, ოღონდ ისე არა, რომ ძალიან სტკენოდა. იმისთვის, რომ მერე ამაზე აეტეხა ამბავი. პროვოკატორია, უნამუსოა, ღირსება არ აქვს”- განაცხადა ოთხმეზურმა.
შეგახსნებეთ, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთერთ ლიდერ ნიკა მელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება ნიკა მელიას მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიწყო.
“სკოლაში ბავშვებმა ერთმანეთი დახოცეს იმიტომ, რომ თქვენ ხართ უუნარო. თქვენ როგორი ადამიანი ბრძანდებით იცით? აი, გულით კარგი კაცი ბრძანდებით, არც პროფესიონალი ხართ, არც კვალიფიკაცია გაქვთ. დიახაც, უუნარო ხართ, ნუ გწყინთ.
მოხვედით აქ და პარლამენტარებისგან ნდობის მიღებას ითხოვთ, იმისიც კი არ გრცხვენიათ, რომ აგერ თქვენგან მესამე ადამიანი უკვე ივანიშვილს შერჩეული ჰყავს თქვენს შემცვლელად. ვითომ პრემიერმინისტრი ხართ, არც არასდროს გეკითხებოდნენ, არც გეკითხებიან, არც შეგეკითხებიან”- თქვა მელიამ.
დაპირისპირება სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა. პრემიერმა ნიკა მელიას აგინა.
ცნობისთვის, გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.
კომენტარები