NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია”

„ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია”

20 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 807 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ტურიზმი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ტრადიციული სექტორი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა. 2012 წლიდან, პრაქტიკულად გაორმაგებულია ის შემოსავლები, რომელსაც ტურიზმი აგენერირებს”- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

„წელს 11 თვეში ჩვენ 2 მილიარდ 564 მილიონი დოლარი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან, თუმცა, წლის ბოლომდე 2 მილიარდ 700 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს ველოდებით. ეს არის სერვისების ნაწილში აბსოლუტური პოზიტივი. საქართველომ 2017 წლის 11 თვეში 6 მილიონ 954 ათას საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა და ჩვენ გავალთ 7 მილიონ 250-300 ათას საერთაშორისო ვიზიტორზე ” – განაცხადა ვიცეპრემიერმა.

მისი თქმით, მთავრობა მიყვება იმ სტრატეგიას, რომელიც მსოფლიო ბანკთან ერთად არის შემუშავებული ტურიზმის მიმართულებით.

„ამ სტრატეგიის მიხედვით, დაგეგმილი გვაქვს, რომ ავიდეთ 11 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორზე და ამავდროულად, პრინციპულად შევცვალოთ თვითონ სტრუქტურა – გაიზარდოს ქვითრის მოცულობა, რომელსაც ტურისტი დახარჯავს ან გადაიხდის საქართველოში და გაიზარდოს დღეების რაოდენობა, რომელსაც ტურისტი გაატარებს ჩვენს ქვეყანაში” – აღნიშნა პირველმა ვიცეპრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმის მიმართულებით ძალიან ბევრი ღონისძიებები ტარდება.

ქვეყანამ 113 პრეს და გაცნობით ტურს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში იმყოფებოდა 638 ჟურნალისტი და 239 ტურ-ოპერატორი.

ამის შედეგად, საქართველოზე სტატიები დაიბეჭდა მსოფლიოს წამყვან ბეჭდურ მედიასაშულებებში. ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ერთობლივი სტენდით კერძო სექტორთან ერთად მონაწილეობა მიიღო 24 საერთაშორისო ტურისტული გამოფენაში. საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, მთელი წლის მანძილზე ხორციელდება ონლაინ მარკეტინგული კამპანია 19 მიზნობრივ ქვეყანაში.

„ყველამ დავინახეთ თბილისში გიდები, რომლებსაც უჭირავთ დროშები, რომ თავისი ტურისტები არ დაკარგონ. ეს, რა თქმა უნდა იმის ნიშანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი მნიშვნელოვნად განვითარდება. 60-ზე მეტი განთავსების ახალი ობიექტი შევიდა მწყობრში, რაც არის 3 900-ზე მეტი საწოლი ადგილი. 2018-2019 წლებში კიდევ 200-ზე მეტი ახალი განთავსების ობიექტი უნდა ამოქმედდეს, რომლებიც ამ წუთებში მშენებლობის პროცესშია. ეს არის 21-ათასზე მეტი საწოლი ადგილი” – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია მთის კურორტების მიმართულებით.

„ჩვენი ამოცანაა, რომ მთის კურორტები გახდეს 4 სეზონიანი, რათა იქ სეზონურობაზე არ იყოს დამოკიდებული ტურისტის ჩასვლა. საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიციები მთის კურორტებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც ვიზიტორების ზრდაში აისახა. თუკი 2013 – 2014 წლებში ზამთრის სეზონზე საქართველოს მთის კურორტებს 98,039 ვიზიტორი სტუმრობდა, 2016 – 2017 წლებისთვის ამ მაჩვენებელმა 412,711 ვიზიტორს გადააჭარბა” – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა პირველი ვიცეპრემიერი ტურიზმი 2017-12-20
Tags დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა პირველი ვიცეპრემიერი ტურიზმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერი მასშტაბური კამპანია უკვე დაწყებულია“

შემდეგი სტატია

„კომერციული პალატების შექმნაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს“

მსგავსი სტატიები

“საუკუნეების მანძილზე ერთად მცხოვრები ადამიანების ასეთი ხელოვნური დაყოფა დიდი დანაშაულია! “

“საუკუნეების მანძილზე ერთად მცხოვრები ადამიანების ასეთი ხელოვნური დაყოფა დიდი დანაშაულია! “

ნინო ჩხეიძე 18 ივნ 2019
მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, წინაპირობა, რამაც შეიძლება ევროკავშირის დახმარების შეწყვეტის საფრთხე წარმოშვას, არ არსებობს

მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, წინაპირობა, რამაც შეიძლება ევროკავშირის დახმარების შეწყვეტის საფრთხე წარმოშვას, არ არსებობს

ირაკლი შალიკაშვილი 14 ივლ 2021
საბა ბუაძე: კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე დავიბარეთ, კანონი დაარღვია და არ მოვიდა

საბა ბუაძე: კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე დავიბარეთ, კანონი დაარღვია და არ მოვიდა

ნინო ჩხეიძე 19 ოქტ 2022

უახლესი ამბები

  • ნიკოლოზ რაჭველი: დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში

    ნიკოლოზ რაჭველი: დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში

  • ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

    ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

  • სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

    სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

  • კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

    კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

  • დავით უსუფაშვილი:  ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

    დავით უსუფაშვილი: ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

  • ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

    ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge