საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისას ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდოდადებითია და ვალის აღებით დეფიციტის დაფინანსება რეალურად საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას ხმარდება.
„სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია,საინვესტიციო პროექტების მართვის ერთიანი ციკლის დანერგვა. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, საინვესტიციო პროექტის დაწყებამდე განხორციელდება სათანადოკვლევა და ანალიზი, რომლის მიხედვითაც წინასწარ იქნება განსაზღვრული რა ეკონომიკური სარგებელი უნდა მიიღოს ქვეყანამ კონკრეტული პროექტის დაფინანსებისშემდგომ. მხოლოდ, ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული პროექტის დაფინანსებაზე, რაც რა თქმა უნდა, გაზრდის კაპიტალური დანახარჯებისდა სახელმწიფოს მიერ აღებული ვალის ეფექტურობას“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, მომზადდა საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) მარეგულირებელიკანონმდებლობა, რაც ერთის მხრივ კერძო სექტორს შეთავაზებს ლეგალურ ჩარჩოს სახელმწიფოსთან ერთად ინვესტირებისათვის, ხოლო მეორე მხრივ რისკებისოპტიმალური გადანაწილების პირობებში უზრუნველყოფს სახელმწიფოს დაცვას შესაძლო ფისკალური რისკებიდან გამომდინარე ვალდებულებებისაგან.
„აღსანიშნავია,რომ 2016-2017 წლებში ფისკალური რისკების შეფასების და ანალიზის სრულყოფის მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა. გაიზარდა ფისკალური რისკებისანალიზის დაფარვის მასშტაბი. ეს არის საკითხი, რომელშიც ჩვენ ხელშესახებ წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა ეს მიმართულება საჭიროებს შემდგომ სრულყოფას.ფისკალური რისკების დოკუმენტის გამოქვეყნება და ყოველწლიურად გაუმჯობესება მკვეთრად დადებითად იქნა შეფასებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის,მსოფლიო ბანკის და ბევრი სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კომენტარები