NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»მომავალი წლიდან გაიხსნება გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი დაწესებულება, სადაც გადაყვანილნი იქნებიან პირები, რომლებსაც კალენდარულად გათავისუფლებამდე 1 წელი დარჩათ 

მომავალი წლიდან გაიხსნება გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი დაწესებულება, სადაც გადაყვანილნი იქნებიან პირები, რომლებსაც კალენდარულად გათავისუფლებამდე 1 წელი დარჩათ 

20 დეკ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 837 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სასჯელაღსრულების მინისტრმა გათავისუფლების მომზადების დაწესებულების შესახებ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საუბრა. კახა კახიშვილის განცხადებით, 2018 წლიდან გაიხსნება სრულიად ახალი ტიპის – გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი დაწესებულება, სადაც გადაყვანილნი იქნებიან ის პირები, რომლებსაც კალენდარულად გათავისუფლებამდე დარჩათ 1 წელი.

„რაც შეეხება გათავისუფლების მომზადების დაწესებულებას, მოგეხსენებათ, რომ როდესაც ადამიანს იჭერენ და უსჯიან ძალიან ბევრ წელს, ზოგჯერ 10-15 წელს ან უფრო მეტს, მას არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ამით მისი ცხოვრება დასრულდა. ამიტომ კონკრეტული მასტიმულირებელი პროგრამები სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს შეთავაზებული და ზუსტად ამაზე ფიქრით, ჩვენ შემოგთავაზეთ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება და ზუსტად ამ ცვლილებების მიღების შემდეგ მოვახდინეთ სხვადასხვა ახალი ტიპის დაწესებულების გახსნა.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით რისკების კლასიფიკაციაზე მსჯავრდებულების და ამ კლასიფიკაციით მოხდა ფილტრაცია მსჯავრდებულების, იმ მსჯავრდებულებისაგან, რომლებიც აშკარა კრიმინალური მენტალიტეტით გამოირჩევიან, დანარჩენი მსჯავრდებულებისგან, რომლებმაც ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული, მაგრამ სურთ მოიხადონ სასჯელი და სურთ, ღირსეულად გამოვიდნენ საზოგადოებაში და ინტეგრაცია მოხდინონ.

ამ რისკების კლასიფიკაციამ მოგვცა ჩვენ საშუალება, მაგრამ რა უნდა ვუყოთ იმ ნაწილს, რომელსაც დაუდგინდა დაბალი რისკი, რა თქმა უნდა, უნდა შევთავაზოთ სერვისები. ერთერთი მიმართულება იყო უმაღლესი განათლების მიღების საშუალება, პროფესიული განათლების მიღების საშუალება, სხვადასხვა დასაქმების კერების შექმნა და გვირგვინი იყო გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება. იმიტომ, რომ ერთ ათწლეულში დაპატიმრებული ადამიანი როდესაც გამოდის უკვე სხვა ტიპის საზოგადოებაში, მას სჭირდება ამისთვის მომზადება. რთულია ათწლიანი პატიმრობის შემდეგ გამოხვიდე საზოგადოებაში და უცებ მოახდინო ინტეგრირება თუ მანამდე არ იყო ასეთი ტიპის პროგრამები, რომელიც გაჩვევდა შენ საზოგადოებაში ინტეგრირებას.

ეს დაწესებულება შეიქმნა იმისთვის, რომ კალენდარულად გათავისუფლებამდე ერთი წლით ადრე მსჯავრდებულები გადავლენ ამ დაწესებულებაში და ნელ-ნელა მოხდება მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში, იმ პროგრამების მეშვეობით, რომელსაც ჰქვია ყოველდღიური გათავისუფლება დაწესებულებიდან ანუ თუ მან მოიპოვა სამუშაო ადგილი, შეუძლია ყოველ დღე, დილის 09:00 საათზე დატოვოს დაწესებულება, იყოს სამსახურში და სამსახურის შემდგომ დაბრუნდეს. თუ მან  ჩააბარა რომელიმე სასწავლო დაწესებულებში, გავიდეს, ისწავლოს და დაბრუნდეს, ამავდროულად საშუალება ექნას უქმე დღეები ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროს, რომ ნელ-ნელა მოხდეს მათი რესოციალიზაცია“,-განაცხადა კახიშვილმა.

 

კომენტარები

გათავისუფლების დაწესებულება კახი კახიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017-12-20
Tags გათავისუფლების დაწესებულება კახი კახიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„სივრცითი მოწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის”

შემდეგი სტატია

„საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციის კუთხით წლევანდელი წელი უპრეცედენტოა”

მსგავსი სტატიები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა!

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა!

ნინო ჩხეიძე 11 ივნ 2022
ნიკოლოზ გაგუა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეფასებული 32 კატეგორიიდან დაახლოებით 20-ში საქართველოს კარგი ან საუკეთესო პრაქტიკა აქვს

ნიკოლოზ გაგუა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეფასებული 32 კატეგორიიდან დაახლოებით 20-ში საქართველოს კარგი ან საუკეთესო პრაქტიკა აქვს

27 სექ 2017
“თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილი მოინანიებს და ციხიდან გამოვუშვებთ, ტყუილია”

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილი მოინანიებს და ციხიდან გამოვუშვებთ, ტყუილია”

ირაკლი შალიკაშვილი 08 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

  • Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

    Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

  • სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

  • სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

    სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

  • ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

    ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

  • დღე ისტორიაში – 3 ივნისი

    დღე ისტორიაში – 3 ივნისი

  • “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

    “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

  • ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

    ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

  • გიორგი კაკაურიძე:  უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

    გიორგი კაკაურიძე: უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

  • მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

    მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge