საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის კითხვებს უპასუხა. გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრეობო ცვილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებების მთავარი მიზანი ის იყო, რომ მინისტრთა კაბინეტი გამხდარიყო უფრო ოპტიმიზირებული, უფრო მოქნილი.
„მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის ცვლილების მთავარი მიზანი გახლდათ, რომ მინისტრთა კაბინეტი გამხდარიყო უფრო ოპტიმიზირებული, უფრო მოქნილი, აღმოგვეფხვრა ის გადაფარვები სამინისტროებს შორის, რომელიც არსებობდა და უფრო მცირე ბიუროკრატიით გაგვეკეთებინა მეტი საქმე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კაბინეტის დამტკიცების შემდეგ, სწორედ ამ პრინციპით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.
კომენტარები