NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»იზორია – „ჯაველინების“ შესაძენად 100 მილიონი ლარი გამოიყო

იზორია – „ჯაველინების“ შესაძენად 100 მილიონი ლარი გამოიყო

20 დეკ 2017 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 396 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, მთავრობამ ამერიკული „ჯაველინების“ შესაძენად 100 მილიონი ლარი გამოყო. მისი თქმით, შესყიდვა 2018-19 წლებში მოხდება ორ ეტაპად. მან თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზეც ისაუბრა.

„ამ პროგრამის განხორციელებას გარკვეული წინაპირობების შესრულება უძღოდა წინ. რომელიც ჩვენ ძალიან პრინციპული, მკაფიო და ეფექტიანი რეფორმების განხორციელების პირობებში დავაკმაყოფილეთ, რის შედეგადაც 2016 წლის დეკემბერში მქონდა პატივი კარპენტერთან ერთად ხელი მოგვეწერა 3 წლიან ჩარჩო ხელშეკრულებას თავდაცვის სფეროში. როგორც მოგახსენეთ 22 აგვისტოს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი.

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ჩვენი შეიარაღებული ძალების 9 ბატალიონის ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვას. ანუ ისინი აბსოლუტურად აღიჭურვებიან როგორც მსუბუქი შეიარაღებით, ასევე კავშირგაბმულობის სისტემით. ამისთვის 50-ზე მეტი აშშ დოლარი იქნება მობილიზებული საგარეო დაფინანსების ფონდიდან. ჩვენ ასევე ერთობლივად ვაშენებთ საბრძოლო მომზადების ცენტრს ვაზიანში, რომელიც ფუნქციონირებას მომავალი წლის მაისში დაიწყებს. სწორედ ეს ცენტრი უზრუნველყოფს საველე და სიმულაციურ პირობებში 3 წლის განმავლობაში 9 ბატალიონის მომზადებას.

მთავარი პრინციპი, რაც მინდა გაუწყოთ გახლავთ ის რომ განსხვავებით საერთაშორის მისიის ფარგლებში განხორციელებული წვრთნებისგან, რომელიც ამ მისიებისთვის გათვალისწინების ამოცანებზეა ორიენტირებული, აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ტერიტორიული თავდაცვის პრინციპის წინ წამოწევას. ის აბსოლუტურ თანხვედრაშია ნატო-ს სტრატეგიულ ამოცანასთან – შეკავების განახლებულ პოლიტიკასთან, რომელიც უელსის სამიტის შემდგომ არის აქტუალური“, – აცხადებს მინისტრი.

მისი თქმით, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა შესაძლოა სამაგალითო გახდეს ალიანსის სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის.

კომენტარები

აშშ ბიუჯეტი თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა თავდაცვის სამინისტრო იზორია კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ლევან იზორია სამხედრო წვრთნები წვრთნები ჯაველინები 2017-12-20
Tags აშშ ბიუჯეტი თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა თავდაცვის სამინისტრო იზორია კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ლევან იზორია სამხედრო წვრთნები წვრთნები ჯაველინები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„კაპიტალის ბაზრის განვითარება მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია“

შემდეგი სტატია

ჯანელიძის განცხადებით საქართველო წარმოჩინდება, როგორც მნიშვნელოვანი საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, ენერგეტიკული და ტურისტული კვანძი

მსგავსი სტატიები

მერილენდში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა

18 ოქტ 2017
„ლოიალ კაპიტალ ჯგუფი“ და რომან ფიფია რუსულ „სისტემას“ 388 მილიონს ედავებიან

„ლოიალ კაპიტალ ჯგუფი“ და რომან ფიფია რუსულ „სისტემას“ 388 მილიონს ედავებიან

14 თებ 2018
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში ლურჯი მოცვის ახალი ბაღი გაშენდა

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში ლურჯი მოცვის ახალი ბაღი გაშენდა

19 მაი 2018

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge