NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ჯანელიძემ დეპუტატებს ევროპული ინტეგრაციის სამომავლო ნაბიჯები გააცნო

ჯანელიძემ დეპუტატებს ევროპული ინტეგრაციის სამომავლო ნაბიჯები გააცნო

20 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 154 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებთან ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით 2017 წლის მნიშვნელოვანი შედეგები შეაჯამა და მათ ამ მიმართულებით დაგეგმილი სამომავლო ნაბიჯები გააცნო.

მისი განცხადებით ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესით და გატარებული ძალისხმევით ევროკავშირის მიერ საქართველო აღიარებულია, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ლიდერი და მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში. მინისტრმა 2017 წლის მნიშვნელოვან შედეგებად დაასახელა: უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ევროკავშირთან; ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება; სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით მიღებული ასოცირების ახალი, ამბიციური დღის წესრიგი 2017-2020 წლებისათვის; უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული დიალოგის პირველი შეხვედრა და EBRD-სა და EIB-ის უპრეცენდენტოდ მაღალი დაფინანსება.

მინისტრმა დეპუტატებს გააცნო ე.წ. „საგზაო რუკა ევროკავშირისკენ”, რაც ინტეგრაციის 4 პრიორიტეტულ მიმართულებას ისახავს. ესენია საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება, ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სრული და ეფექტიანი იმპლემენტაციის გზით. მინისტრის განცხადებით ეს გულისხმობს ევროკავშირის კანონმდებლობის 70%-ის საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში დანერგვას, ქვეყნის დემოკრატიული და სექტორული ინსტიტუტების ევროპული სტანდარტით განვითარებას. ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან მიმართულებად დასახელდა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის პროცესი, რათა გამოიკვეთოს ის დამატებითი საკანონმდებლო დაახლოების სფეროები, ვიდრე ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული „ამ სამუშაოს შედეგად ჩვენ ვამზადებთ ნიადაგს ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯებისთვის”- განაცხადა მინისტრმა.

ინტეგრაციის პრიორიტეტულ მიმართულებებში დასახელდა დამატებითი 6 ნაბიჯი, რაც მოიცავს ასოცირების შეთანხმების მიღმა ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციონალური დაახლოებას, ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან მაქსიმალური ინტეგრაციას; ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტურობის გაზრდას; ევროკავშირთან დარგობრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია და გაღრმავებას; თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში გაძლიერებულ თანამშრომლობას; ევროკავშირთან ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ვაჭრობის სფეროებში ურთიერთკავშირების გაღრმავებას. სამომავლო პრიორიტეტებს შორის ხაზი გაესვა აქტიურ მუშაობას „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისათვის” დოკუმენტით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად.

საქართველოს ვიცეპრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი, რაც ევროკავშირში სრულფასოვან წევრობას ისახავს მიზნად, ქართული საზოგადოების მტკიცე არჩევანია. მინისტრის განცხადებით აღნიშნული უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიის კონსოლიდაციას, ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მდგრად განვითარებასა და კეთილდღეობას თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა ევროინტეგრაციის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო სექტორის – მთლიანად საზოგადოების მხარდაჭერასა და აქტიურ ჩართულობას.

კომენტარები

ევროპული ინტეგრაცია ვიცეპრემიერი კომიტეტის გაერთიანბეული სხდომა მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრი 2017-12-20
Tags ევროპული ინტეგრაცია ვიცეპრემიერი კომიტეტის გაერთიანბეული სხდომა მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„სუიციდის პრევენციის პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევძელით და წელს გადავარჩინეთ 50 სიცოცხლე“

შემდეგი სტატია

„კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია მშვიდობიანი, მწყობრი, პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის გამთლიანებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული „

მსგავსი სტატიები

თბილისის ნაწილს 27 ოქტომბერს ელექტრომოარაგება შეეზღუდება

26 ოქტ 2017
„პირადად თქვენ და ქართველ ხალხს გილოცავთ დამოუკიდებლობისა და პირველი რესპუბლიკის საუკუნოვან იუბილეს“

„პირადად თქვენ და ქართველ ხალხს გილოცავთ დამოუკიდებლობისა და პირველი რესპუბლიკის საუკუნოვან იუბილეს“

11 ივნ 2018
დღეს „დინამო“ „დუნაისკა სტრედას“ თბილისში შეხვდება – უგულშემატკივრე შენი ქვეყნის გუნდს!

დღეს „დინამო“ „დუნაისკა სტრედას“ თბილისში შეხვდება – უგულშემატკივრე შენი ქვეყნის გუნდს!

19 ივლ 2018

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

    მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

  • მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

    მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

  • “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

    “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

  • ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

    ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

  • პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

    პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

  • მოვითხოვთ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეიარაღებული ძალების წინაშე ბოდიში მოიხადოს

    მოვითხოვთ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეიარაღებული ძალების წინაშე ბოდიში მოიხადოს

  • შეიძლება ადამიანს სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს, მით უმეტეს პრეზიდენტმა

    შეიძლება ადამიანს სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს, მით უმეტეს პრეზიდენტმა

  • ქართული ჯარი არის ძლიერი და გვყავს გმირი სამხედროები – თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს პასუხობს

    ქართული ჯარი არის ძლიერი და გვყავს გმირი სამხედროები – თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს პასუხობს

  • ირაკლი სესიაშვილი სალომე ზურაბიშვილს განცხადებების გაკეთებისას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს

    ირაკლი სესიაშვილი სალომე ზურაბიშვილს განცხადებების გაკეთებისას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს

  • 8 მილიონი გირვანქა თანამშრომლებს საშობაო პრემიის სახით

    8 მილიონი გირვანქა თანამშრომლებს საშობაო პრემიის სახით

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge