NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გახარია: 14 წლამდე არასრულწლოვნებში დანაშაულის ზრდაა

გახარია: 14 წლამდე არასრულწლოვნებში დანაშაულის ზრდაა

20 დეკ 2017 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1113 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას არასრულწლოვანთა შორის გამოვლენილ ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა.

„რეალურად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არასრულწლოვანთა კოდექსმა, რომელიც იყო მიღებული წელიწადნახევრის წინ და ამოქმედდა 2016 წლის პირველ იანვარს, გარკვეული შედეგები გამოიღო. რა თქმა უნდა ხაზგასასმელია ისეთი მიღწევები, როგორიც არის განრიდების პირობებში რეციდივის მხოლოდ 9% შემთხვევები, მაგრამ, ასევე, ხაზგასმით უნდა დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რომლებიც გვაქვს 14 წლამდე არასრულწლოვნებში – დანაშაულის ზრდა. განსაკუთრებით, ისეთი დანაშაულის ზრდა, როგორიც არის ქურდობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ბოლო ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკმაოდ კონცენტრირებულად იმუშავა განათლების სამინისტროსთან ერთად ამ მიმართულებით და გამოჩნდა რომ, არის გარკვეული სტრუქტურული და ინსტიტუციონალური პრობლემები, რომლებზეც ერთად უნდა გაგრძელდეს მუშაობა.

„აბსოლუტურად ნათელია ჩვენთვის, რომ გარკვეულ რეფორმირებას საჭიროებს მანდატურის სამსახური, მისი ეფექტიანობის ზრდის მიზნით. სამსახური ინსტიტუციონალურად უნდა დაექვემდებაროს პირდაპირ განათლების სამინისტროს და არა სკოლას. ასევე უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის. ჩვენი დაკვირვებით რეფერირების სისტემა ეფექტურად ვერ მუშაობს და ეს არის სწორედ ის კომპონენტი, რომელმაც უნდა იზრუნოს უმოკლეს ვადაში არასრუწლოვანთა რესოციალიზაციაზე“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 2010 წლის შემდეგ, როდესაც შეიქმნა რეფერირების სისტემა, კომისიაში დაფიქსირდა მხოლოდ 39 მიმართვა, რომლის ნახევარი ოჯახის წევრების მიერ იყო დაფიქსირებული.

„შესაბამისად სკოლა-პანსიონების სისტემა რომელიც ფაქტიურად მოშლილია დღეს ქვეყანაში და ფუნქციონირებს ერთადერთი სამტრედიაში, ეს კომპონენტიც განათლების სამინისტროსთან ერთად საჭიროებს გარდაქმნას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

არასრულწლოვნები განათლების სამინისტრო გახარია გიორგი გახარია დანაშაული დანაშაულის ზრდა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მანდატურები მანდატურის სამსახური პარლამენტი რეფორმა სკოლები შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს 2017-12-20
Tags არასრულწლოვნები განათლების სამინისტრო გახარია გიორგი გახარია დანაშაული დანაშაულის ზრდა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მანდატურები მანდატურის სამსახური პარლამენტი რეფორმა სკოლები შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„საინვესტიციო პროექტების მართვის ციკლი რეფორმის უმთვრესი მახასიათებელია“

შემდეგი სტატია

2018 წლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები გაიზრდება

მსგავსი სტატიები

ღვინის ეროვნული სააგენტო: 2017 წელს  რეკორდული რაოდენობის ქართული ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტო: 2017 წელს რეკორდული რაოდენობის ქართული ღვინოა ექსპორტირებული

05 იან 2018
„ცვლილებებთან დაკავშირებით ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსჯელობა“

„ცვლილებებთან დაკავშირებით ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსჯელობა“

12 ნოე 2017

სუს-მა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

28 მაი 2018

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge