NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა გათბობის ხარჯების დასაფარად 200 ლარიან ვაუჩერებს მიიღებს“

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა გათბობის ხარჯების დასაფარად 200 ლარიან ვაუჩერებს მიიღებს“

20 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 652 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა სახელმწიფოსაგან გათბობის 200 ლარიან ვაუჩერებს წელსაც მიიღებს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში,  4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო წელსაც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ ოჯახებს გამოსაზამთრებლად შესაბამისი პირობები ჰქონდეთ.

„ეს ადამიანები მართლაც გმირულად და მოთმინებით უმკლავდებიან ყოველდღიურ გამოწვევებსა და პროვოკაციებს მავთულხლართების პირისპირ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა კომპლექსური დახმარების პროგრამას ახორციელებს. მინდა გითხრათ, რომ ვითარება ნამდვილად არაა ისეთი, როგორიც თუნდაც 5 წლის წინ გახლდათ, როცა ჩვენ მათი საბაზისო საჭიროებების შესასწავლად სოფელ-სოფელ დავდიოდით.

მოხერხდა ის, რომ ყველა – 62 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა და 14 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი მიეწოდება. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ყოველწლიურად თითოეულ ოჯახს  200ლარიანი ვაუჩერებით ვეხმარებით გათბობის ხარჯების დასაფარად. ბუნებრივია, სახელმწიფო ამ საკითხზე მუშაობას მდგრადად აგრძელებს”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ ოჯახებს სახელმწიფო გათბობის ვაუჩერებით  2013 წლიდან უზრუნველყოფს. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მიერ გატარებული სამუშაოების ფარგლებში  2013 წლიდან დღემდე აღნიშნული  პირების გათბობით უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ  9 463 977 ლარი გამოყო.

კომენტარები

გათბობა გამყოფი ხაზი კომიტეტების გაერთიანებული სხდომა სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი 2017-12-20
Tags გათბობა გამყოფი ხაზი კომიტეტების გაერთიანებული სხდომა სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დავითაშვილმა გაერთიანებული უწყების პრიორიტეტები წარმოადგინა

შემდეგი სტატია

„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი თვალსაჩინოა ბოლო წლების განმავლობაში“

მსგავსი სტატიები

“ირაკლი კობახიძეს უნდა ვუწინასწარმეტყველო – მალე მემუარების წერა არ მოუწიოს, მაგალითად ციხეში”

“ირაკლი კობახიძეს უნდა ვუწინასწარმეტყველო – მალე მემუარების წერა არ მოუწიოს, მაგალითად ციხეში”

ნინო ჩხეიძე 19 მაი 2021
სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

30 იან 2018
შსს-მ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შსს-მ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავა

04 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge