NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დავითაშვილმა გაერთიანებული უწყების პრიორიტეტები წარმოადგინა

დავითაშვილმა გაერთიანებული უწყების პრიორიტეტები წარმოადგინა

20 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 810 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგელობის სამთავრობო პროგრამა დღეს საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა მოისმინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით განხორციელებული სამუშაოები და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით შემუშავებული სამომავლო გეგმები გააცნო.

მინისტრმა სტრუქტურული ცვლილების განხორციელების  შემდეგ შექმნილი უწყების, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, დაცული ტერიტორიების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება და სატყეო სააგენტოსთვის შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების ამაღლება. მინისტრმა აგრარული დარგის განვითარებისთვის კერძო ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფერმერებისა და მეწარმეებისთვის სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას. მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდება მელიორაციის კუთხით, სახელმწიფო  ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციას.

მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგელობის სამთავრობო პროგრამა ხუთი კომიტეტის – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, აგრარული კომიტეტის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოისმინეს.

საკომიტეტო მოსმენების შემდეგ პროცესი უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება, ხოლო მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადება 21 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე

კომენტარები

კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2017-12-20
Tags კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ ინფორმაციის თავისუფლების აქტი პარლამენტს თებერვალში წარედგინება“

შემდეგი სტატია

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა გათბობის ხარჯების დასაფარად 200 ლარიან ვაუჩერებს მიიღებს“

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია

ირაკლი შალიკაშვილი 29 აპრ 2020

“ერთობა ახალმა საქართველომ” ვაზისუბნის მაჟორიტარად თეონა ჭალიძე წარადგინა

08 ოქტ 2017
სვენ მიქსერი: საქართველოში ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია მნიშვნელოვნად უარესდება

სვენ მიქსერი: საქართველოში ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია მნიშვნელოვნად უარესდება

ნინო ჩხეიძე 09 ივნ 2022

უახლესი ამბები

  • დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

    დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

  • ევროკავშირმა რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარი დაამტკიცა

    ევროკავშირმა რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარი დაამტკიცა

  • „ფორმულა“ ოპერატორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    „ფორმულა“ ოპერატორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

  • რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა

    რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა

  • „სასამართლოს გუშაგი“: სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა – მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია

    „სასამართლოს გუშაგი“: სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა – მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge