NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დასაქმების სანაცვლოდ მსჯავრდებულებს მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდებათ

დასაქმების სანაცვლოდ მსჯავრდებულებს მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდებათ

20 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 780 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უპრეცედენტო პროექტის განხორციელებას გეგმავს. ახალი ინიციატივის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინიტრმა კახა კახიშვილმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს.

კახა კახიშვილის განცხადებით, უწყება ახალი მექანიზმის შემოღებაზე მუშაობს, რომლის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებულ მსჯავრდებულს, სამუშაო დღეების შესაბამისად, მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდება.

„ეს იქნება რევოლუციური საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც 2018 წელს წარმოვადგენთ და რომელიც შეეხება მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემცირებას, თუ ის იმუშავებს – ერთი სამუშაო დღე, მინუს ერთი დღე პატიმრობა და ასე საშიშროების რისკების შესაბამისად. ამით, მსჯავრდებულს მიეცემა საშუალება იმუშაოს და შესაბამისი ფორმულით შეიმციროს საპატიმრო ვადა. ეს იქნება სტიმული იმისა, რომ უფრო მათ მეტად იფიქრონ დასაქმებაზე, შეიმცირონ სასჯელი და არ იფიქრონ კრიმინალურ მენტალიტეტსა და მათ ადათ-წესებზე. მსჯავრდებულს უნდა შესთავაზო სხვა, ალტერნატიული გზა, იმისთვის, რომ ის გათავისუფლდეს კრიმინალური გავლენებისგან “, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ დასაქმება პენიტენციურ სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

კონკრეტული პროექტი, თუ რა კატეგორიის მსჯავრდებულებს შეეხებათ აღნიშნული სიახლე, როგორ მოხდება მათი ჩართვა საქმიანობაში და სხვა დეტალები, ახლო მომავალში იქნება წარმოდგენილი. აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობით მუშაობს, ასევე, სწავლობს ამ კუთხით სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას.

პარალელურად ამისა, იგეგმება პენიტენციურ დაწესებულებებში საწარმოებისა და დასაქმების ახალი კერების შესაქმნელად, ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა.

ამჟამად, პენიტენციურ სისტემაში დასაქმების არაერთი შესაძლებლობა არსებობს. ფუნქციონირებს საწარმოები, პურის საცხობები, სამკერვალო, ხის საამქრო, რომელშიც პატიმრები არიან დასაქმებულნი და შესაბამის ანაზღაურებას იღებენ. მსჯავრდებულები ჩართულნი არიან სამეურნეო სამუშაოებშიც, რომელიც ანაზღაურებადია. ამასთან, მსჯავრდებულები მიკრობიზნესის სტატუსით, პენიტენციურ დაწესებულებებში ინდივიდუალურ საქმიაობას ეწევიან. მათ მიერ დამზადებული ნივთები ონლაინ მაღაზიის www.online.moc.gov.ge-ს მეშვეობით იყიდება. რეალიზაციიდან მიღებული თანხა კი, პირად ანგარიშზე ერიცხებათ.

მსჯავრდებულთა დასაქმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ხელს უწყობს პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას.

 

კომენტარები

კახა კახიშვილი მსჯავრდებულები მსჯავრდებული პატიმრობა პატიმრობის ვადა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სასჯელი 2017-12-20
Tags კახა კახიშვილი მსჯავრდებულები მსჯავრდებული პატიმრობა პატიმრობის ვადა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სასჯელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქუმსიშვილი: შემდეგ კვირაში მთავრობის სხდომაზე უკვე განვიხილავთ კერძო დაგროვებით საპენსიო რეფორმას

შემდეგი სტატია

პროფესიული განათლების ბაზაზე შესაძლებელი გახდება სკოლის ატესტატის ექვივალენტი დოკუმენტის აღება

მსგავსი სტატიები

ჯენ ფსაკი რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე: პირველ რიგში, ჯო ბაიდენი არის უმცროსი, შესაბამისად, შესაძლოა მათ მამამისს დაუწესეს სანქციები, დაე მშვიდად განისვენოს …

ჯენ ფსაკი რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე: პირველ რიგში, ჯო ბაიდენი არის უმცროსი, შესაბამისად, შესაძლოა მათ მამამისს დაუწესეს სანქციები, დაე მშვიდად განისვენოს …

ნინო ჩხეიძე 15 მარ 2022
დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობით, ეს არის ყველაზე ზედაპირული შეფასება, რომელიც ოდესმე მომისმენია

დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობით, ეს არის ყველაზე ზედაპირული შეფასება, რომელიც ოდესმე მომისმენია

ირაკლი შალიკაშვილი 03 აგვ 2020
ოპოზიციას არჩევნების გადადება არ უშველის, მარცხი უნდა მიიღოს, ამის შემდეგ კი დაჯდეს და კარგად იმეცადინოს

ოპოზიციას არჩევნების გადადება არ უშველის, მარცხი უნდა მიიღოს, ამის შემდეგ კი დაჯდეს და კარგად იმეცადინოს

ირაკლი შალიკაშვილი 26 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

    მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

  • გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

    გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

  • ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

    ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

  • მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

    მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

  • ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

    ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge