„ჩვენ წელს შევძელით და UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შევიტანეთ ქართული სახარება-პალიმფსესტი, რომლის პირველი შრე მე-9საუკუნისაა”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის კომიტეტების დღევანდელ გაერთიანებულ სხდომაზე ეროვნული არქივის საქმიანობის შეჯამებისას.
იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეროვნულმა არქივმა ბოლო 5 წლის განმავლობაში საარქივო დოკუმენტების ათეულობით ათას ფურცელ სჩაუტარა რესტავრაცია, მათ შორის 800-ზე მეტ ეტრატის ფურცელს, რომელიც IX-X საუკუნეებს განეკუთვნება.
„მომავალშიც ვგეგმავთ, რომ ეროვნულმა არქივმა ქართული პალიმფსესტების კვლევას დაუთმოს საკმარისი დრო”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
კომენტარები