NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ტრეფიკინგთან ბრძოლის ქართული მოდელი ეუთო-მ სანიმუშო მექანიზმად მიიჩნია

ტრეფიკინგთან ბრძოლის ქართული მოდელი ეუთო-მ სანიმუშო მექანიზმად მიიჩნია

19 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 687 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იუსტიციის სამინისტროში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბროლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე უძღვებოდა. საბჭოს წევრებმა განიხილეს სისხლის სამართლის კოდექსსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, აგრეთვე, სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც საზღვარზე მომუშავე პერსონალისა და საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი.

ღონისძიება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბროლის უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა იყო და რჩება  საქართველოს ხელისუფლებისა და უწყებათაშორისი საბჭოს პრიორიტეტულ მიმართულებად. ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ამ კუთხით გატარებული კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკისა და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგია ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშით საქართველო ტრეფიკინგთან მებრძოლი ქვეყნების პირველ კალათაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ტრეფიკინგთან ბრძოლის პოლიტიკა აკმაყოფილებს ამ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტანდარტებს და იგი შესაბამისობაშია საერთაშორისო მოთხოვნებთან.

ალექსანდრე ბარამიძის თქმით, საქართველოს პოლიტიკას ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით დადებითად აფასებს „ODIHR“. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისმა ქართული მოდელი ერთ-ერთ სანიმუშო რეფერალურ მექანიზმად მიიჩნია და გადაწყვიტა მისი გამოყენება საუკეთესო პრაქტიკის ამსახველ სახელმძღვანელო დოკუმენტში. სახელმძღვანელოს მომზადების პროცესში სპეციალური მოწვევით ჩაერთვებიან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბროლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიშის მომზადების პროცესზეც იმსჯელეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი; მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საბჭოს წევრები.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის  საკოორდინაციო საბჭო უწყებათაშორისი ორგანოა, რომლის მიზანია ადამიანით ვაჭრობის   წინააღმდეგ ბრძოლა, მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვა. ამ საქმიანობას საბჭო  საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ტრეფიკინგის პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს. ის მონიტორინგს უწევს, აგრეთვე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ქვეყანაში არსებულ სიტუაციას.

კომენტარები

ეუთო იუსტიციის სამინისტრო მექანიზმი სანიმუშო მექანიზმი ტრეფიკინგთან ბრძოლა ტრეფიკინგი 2017-12-19
Tags ეუთო იუსტიციის სამინისტრო მექანიზმი სანიმუშო მექანიზმი ტრეფიკინგთან ბრძოლა ტრეფიკინგი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სემეკმა ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ტარიფები დაადგინა

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე ვარშავაში სტუდენტებს შეხვდა

მსგავსი სტატიები

„თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მკვლელის სახელი და გვარი ნათელია სამართალდამცავებისთვის“

„თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მკვლელის სახელი და გვარი ნათელია სამართალდამცავებისთვის“

08 თებ 2018
„ჩემთვის გაუგებარია, მაინცდამაინც ვაკის პარკში რატომ უნდა მოგინდეს სასტუმროს აშენება“

„ჩემთვის გაუგებარია, მაინცდამაინც ვაკის პარკში რატომ უნდა მოგინდეს სასტუმროს აშენება“

29 მაი 2018
ქეთევან ალექსიძე: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 26 მაისის სამზადისი დასრულებულია

ქეთევან ალექსიძე: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 26 მაისის სამზადისი დასრულებულია

24 მაი 2018

უახლესი ამბები

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

  • ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

    ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

  • დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

    დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

  • ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

    ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

  • ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

    ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

  • საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

    საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

  • დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

    დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

  • ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

    ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

  •  BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

     BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

  • გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

    გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge