თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაჭრილ მოზარდს მისი სკოლის დირექტორი მაია მიქაძე უკონფლიქტოდ ახასიათებს.
“ეს ბავშვი სექტემბერში გადმოვიდა ჩვენთან. ბავშვი არის ძალიან მოწესრიგებული, ძალიან კარგი, ზრდილობიანი. ჩემთვის ეს ყველაფერი არის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. დღეს ექვსივე გაკვეთილს დაესწრო, მე-6 გაკვეთილზე შემაჯამებელიც დაწერა ქიმიაში.
წარმოუდგენელია ჩემთვის, ვის შეიძლებოდა გაემეტებინა. პატარა სკოლა ვართ, ერთი ოჯახივით, გამორიცხულია რაიმე კონფლიქტი გამოგვრჩეს”, – განაცხადა მაია მიქაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე 15 წლის მოზარდი დაჭრეს. მოზარდს ჭრილობები გულ-მკერდისა და წელის მიდამოში აღენიშნებოდა.
კომენტარები