საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ამ წუთებში ელექტროენერგიის ტარიფზე მსჯელობს. დღევანდელ სხდომაზე თბო და ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების საფასური განიხილება, რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფებს, გადაწყვეტილებას ამის შესახებ წლის ბოლო სხდომაზე, 25 დეკემბერს მიღებენ.
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ (GIG) გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ გაცვლითი კურსის დასტაბილურების გამო, ტარიფში განსაკუთრებული ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.
„თბოელექტროსადგურის ტარიფი ძალიან მგრძნობიარეა გაცვლით კურსზე, რადგანაც ჩვენ ვყიდულობთ გაზს, რომელიც შემდეგ უნდა მოვიხმაროთ ელექტროენერგიის საწარმოებლად. ეს ტარიფი მიბმულია პირდაპირ სვლად ხარჯზე, რომელიც პირდაპირ მიბმულია გაზის ფასზე, გაზის ფასი არის მგრძნობიარე გაცვლით კურსზე. გაცვლითი კურსი დღეს დასტაბილურდა, აქედან გამომდინარე, ტარიფში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდებით“,-განაცხადა ვეფხვაძემ.
კომენტარები