NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გრეგორი პორტერისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტი

გრეგორი პორტერისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტი

19 დეკ 2017 ახალი ამბები, კულტურა 778 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

SOLO და Eastern Promotions, 12 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში წარმოგიდგენთ გრემის ჯილდოს ორგზის მფლობელი ამერიკელი ჯაზ-ვოკალისტის, გრეგორი პორტერისა და ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტს.

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტი გრეგორი პორტერი, საკუთარ კვინტეტთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს სიმღერებს ბოლო ალბომიდან „Nat King Cole & Me“. ალბომში შესულია გრეგორი პორტერის კუმირის – ლეგენდარული ამერიკელი ვოკალისტისა და ჯაზ-პიანისტის ნეტ კინგ კოულის ჰიტები.

გრეგორი პორტერის უახლესი ალბომი „Nat King Cole & Me“, 2017 წლის 27 ოქტომბერს გამოვიდა. მუსიკოსმა თავისი ბოლო ნამუშევარი ლეგენდარულ მომღერალსა და პიანისტს ნეტ კინგ კოულს მიუძღვნა. პორტერთან ერთად, ალბომზე მუშაობდნენ  ლონდონის სტუდიური ორკესტრი, პიანისტი კრისტიან სენდსი, ბასისტი რუბენ როჯერსი და დრამერი ულისე ოუენსი. აღსანიშნავია, რომ ალბომში შესული სიმღერების არანჟირების ავტორი გრემის 6 ჯილდოს მფლობელი ვინს მენდოზაა.

დისკი აერთიანებს გრეგორი პორტერის მიერ შესრულებულ ნეტ კინგ კოულის ისეთი ლეგენდარულ სიმღერებს, როგორებიცაა “Mona Lisa,” “L-O-V-E,” “Nature Boy,” “The Christmas Song,” “Smile” და სხვა.

გრეგორი პორტერი (დაბ. 4 ნოემბერი 1971 წელი)  დაიბადა ლოს ანჯელესში; ჯერ კიდევ 5 წლის იყო, როცა საყვარელი მუსიკოსის – ნეტ კინგ კოულის ცნობილი სინგლი Once Upon A Time, I Had A Dreamboat“ შეასრულა და სადებიუტო ჩანაწერი სახლის პირობებში გააკეთა. ლეგენდარულმა ნეტ კინგ კოულმა, მუსიკოსის კარიერაზე,  დიდი გავლენა იქონია. „ის იყო მუსიკის მეფე. მან არაჩვეულებრივი მუსიკა შექმნა, იმდენად კარგი, რომ მისი ექსტრაორდინალური ტემბრისა და სტილის მოსმენისას, რთულია, არ მოექცე გავლენის ქვეშ. ბუნებრივია, მე მუდმივად მივიწევ ჩემი შთაგონების წყაროსკენ და ჩემი ფესვებისკენ. ეს ფესვები კი, ყოველთვის იქნება დედაჩემი, გოსპელის მუსიკა და ნეტ კინგ კოული.“ – ამბობს გრეგორი პორტერი.

მუსიკა, რომელსაც ხავერდოვანი, აფრო-ამერიკული ტემბრის მქონე გრეგორი პორტერი მსმენელს სთავაზობს, მრავალ ჟანრს აერთიანებს, მათ შორის – ჯაზს, ფანკს, R&B-ს, ბლუზსა და გოსპელს. გრეგორი პორტერის კარიერული წინსვლა, 2010 წელს, პირველი ალბომით, „Water“ დაიწყო. „Water“, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ამერიკის ჯაზ-ალბომების ათეულში მოწინავე ადგილებს იკავებდა.
მომდევნო ალბომი – „Be Good“, მსმენელს მომღერალმა 2012 წელს წარუდგინა.  პირველი გრემის ჯილდო კი, „საუკეთესო ჯაზ-ვოკალის“ კატეგორიაში, გრეგორი პორტერმა, 2012 წელს, ალბომისთვის – „Liquid Spirit“ აიღო. 2013 წელს, ჯაზ-ვოკალისტი, კიდევ ერთი გრემის მფლობელი გახდა, დისკისთვის – „Take Me to the Alley“.

გრეგორი პორტერისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საახალწლო  კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყება,  21 დეკემბერს, მხოლოდ  SOLO მომხმარებლებისთვის  და ბილეთის ფასი  50 ლარიდან დაიწყება; ის, ვინც არ არის SOLO –  ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება 28 დეკემბრიდან, ბილეთის ფასი 100 ლარიდან დაიწყება.

ბილეთები გაიყიდება ონლაინ www.tkt.ge-სა და SOLO ლაუნჯებში. პირველ ეტაპზე, ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ექსკლუზიურად, მხოლოდ SOLO-სთვის. 28 დეკემბრიდან ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ:  www.SOLO.ge; http://facebook.com/www.SOLO.ge

[R]

 

 

 

კომენტარები

SOLO გრეგორი პორტერი ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის სიმფონიური ორკესტრი საქართველოს ბანკი სოლო ჯაზ-ვოკალისტი 2017-12-19
Tags SOLO გრეგორი პორტერი ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის სიმფონიური ორკესტრი საქართველოს ბანკი სოლო ჯაზ-ვოკალისტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლარი გამყარების ტენდენციას აგრძელებს

შემდეგი სტატია

თვითმხილველმა Ан-2 ჩამოვარდნა გადაიღო (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქციების ფორმირების თაობაზე იმსჯელეს

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქციების ფორმირების თაობაზე იმსჯელეს

15 ნოე 2017
„ტურიზმმა საქართველოში ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შექმნა“

„ტურიზმმა საქართველოში ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შექმნა“

29 ნოე 2017
შსს-მ ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთა

შსს-მ ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთა

08 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

  • ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

    ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

  • თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

    თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

  • ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

    ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

  • პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

    პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

  • სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

    სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge